დიდთოვლობამ გურიაში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. გურია TV-ის ცნობით, სოფელ კონჭკათში მეზობლის სახლის სახურავის გადათოვლისას ნგრევის შედეგად შუახნის კაცი დაიღუპა.

აღნიშნული ინფორმაცია გამოცემას კონჭკათის ტერიტორიულ ერთეულში მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა აროშიძემ დაუდასტურა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

დიდთოვლობის გამო რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია და მოწყვეტილია გარესამყაროს. სამაშველო სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.