ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში ქალი, ნონა კვაჭანტირაძე გარდაიცვალა, რომელიც სახლში დავრდომილ 85 წლის დედას უვლიდა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.

მათი ცნობით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ დიაბეტი გახდა.

"დიდთოვლობის გამო მეზობლები გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლში, სადაც ახლა უმწეო მოხუცი მარტოა მიცვალებულთან, მისვლას ვერ ახერხებენ", — წერს გურიის მოამბე.