ირაკლი კობახიძე გურიაში ჩავიდა და საკოორდინაციო შტაბს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ქართული ოცნების მთავრობის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, გურიის რეგიონში ჩავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კობახიძე დიდთოვლობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებსა და იმ ღონისძიებებს ეცნობა, რომელსაც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები მოსახლეობის დახმარების მიზნით ახორციელებენ.
"მოსახლეობის დასახმარებლად მობილიზებულია მაქსიმალური ადამიანური რესურსი, ასევე მძიმე ტექნიკა. ინტენსიურად იწმინდება გზები. პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოსაფხვრელად, პროცესში ჩაერთო თავდაცვის ძალები", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები