გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრები გზის გაწმენდას ითხოვენ, რათა ჩასასვენებელი სასახლის მოტანა შეძლონ

გურიაში სტიქიის დროს გარდაცვლილი 60 წლის მამაკაცის, იური ჭუმბურიძის ოჯახი შველას ითხოვს. დიდთოვლობის გამო ოჯახი ვერ ახერხებს სახლში ჩასასვენებელი სასახლის მიტანას და გარდაცვლილი ოთახში ჰყავთ დასვენებული.
გარდაცვლილის ოჯახის წევრი ტვ პირველთან ამბობს, რომ სოფელში არც მაშველები და არც მძიმე ტექნიკა გამოჩენილა. ჭირისუფლები ამბობენ, რომ მამაკაცის გარდაცვალების შემდეგ დახმარება არაერთხელ ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.
"გზის გაწმენდა გვინდა და სასახლის მოტანა გვინდა და სასაფლაოს გზა, რომ დავმარხოთ. სახლში გვყავს ახლა, გაიხრწნება. გარედან სიცივე არის, შიგნით რომ ვერ აღწევს? 112-ში დავრეკე და ჩვენს კომპეტენციაში არ შედისო. ჩვენამდე მოვიდა დიდი კომუნისტების დროინდელი ტრაქტორი, ჭიშკართან გაფუჭდა," — ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.
სოფელ კონჭკათში იური ჭუმბურიძე, 25 თებერვალს სახლის სახურავის ჩამოშლის შედეგად სახლის ნანგრევებში მოყვა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ასევე იხილეთ:
გურია TV: გურიაში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა — დაღუპულია შუახნის კაცი
დიდთოვლობის გამო ნატანებში ქალბატონი გარდაიცვალა — გურიის მოამბექობულეთის სოფელ ხუცუბანში კაცი გაყინული იპოვეს
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები