ერთადერთი რამის შეცვლა ხდება, თვითრეგულირება გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში - მამუკა მდინარაძე მაუწყებლის შესახებ კანონზე

ოცნების ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, მაუწყებლობის შესახებ კანონში შესული ცვლილებები რეგულაციებს არ ცვლის, რეგულაციის აღსრულების მექანიზმი იცვლება. ის, რაც აქამდე თვითრეგულირებული იყო, სახელმწიფოს ხელში გადადის.
"ის, რაც იყო დღემდე რეგულაციის სახით, არ იცვლება არც ერთი პუნქტი. ოღონდ ეს ყველაფერი მოქცეული იყო თვითრეგულირებაში, რაც არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, თვითრეგულირების არგანხორციელებამ შექმნა მკვდრად შობილი ნორმები, თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებდა.
ტელევიზიები, მაგალითად, თვითრეგულირების ნაწილში იყვნენ აბსოლუტურად ინერტულები და როგორც აღმოჩნდა და ჩვენ ეს კარგად შევისწავლეთ, ბრიტანული ნორმებიდან იყო ძირითადი ნორმები გადმოტანილი, რაც თქვენ, ყველა ჟურნალისტს ნაღიარები გქონდათ. ახლა ერთადერთი რამის შეცვლა, რომ თვითრეგულირებიდან ეს გადმოდის სახელმწიფო რეგულირებაში.
ნორმა არ იცვლება. რაც ყველა ჟურნალისტს საქართველოში აღიარებული ჰქონდა, ეს ნორმები გადმოვა რეალურ ცხოვრებაში და მის აღსრულებაზე კონტროლს დააწესებს სახელმწიფო, რადგან თვითრეგულირება ამას ვერ ახერხებს", – განაცხადა მდინარაძემ.
ოცნების ხელისუფლებას მაუწყებლობის შესახებ კანონში 2 ცვლილება შეაქვს: ერთი კრძალავს "უცხოური ძალისგან" მაუწყებლის დაფინანსებას, მეორე – მაუწყებელს განუსაზღვრავს მუშაობის სტანდარტებს განუსაზღვრავს და კომუნიკაციების კომისიის როლს აფართოებს.
"ოცნებამ" პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მედიის შემზღუდველი ცვლილებები დააინიციირა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები