შსს: დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო

28 თებერვალს, ოცნების ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც იუწყება, რომ დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
შსს-მ ასევე განაცხადა, რომ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ქართული ოცნების ვიცე-პრემიერმა და შსს-ს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და ოცნების თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განახორციელეს.
სამინისტროს თქმით, შსს-ს დანაყოფები თავდაცვის ძალებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას.
"დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ვიცე-პრემიერმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის სოფლებში, არსებული ვითარების მონიტორინგი ვერტმფრენიდან განახორციელეს.
მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე, დღეს დილიდან, დასავლეთ საქართველოში, დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.
ვერტმფრენი, საჭიროებისამებრ სამაშველო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის პირველადი საჭიროების ნივთებისა და საკვების მიწოდებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, თავდაცვის ძალებთან და სხვა უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ყველა შესაბამისი სპეცტექნიკით, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას და მოსახლეობის დახმარებას," — განაცხადა შსს-მ.
შეგახსენებთ, 25 თებერვალს, ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრძანება გამოსცა დიდთოვლობის შედეგად დასავლეთ საქართველოში დაზარალებული მოსახლეობის დახმარების პროცესში თავდაცვის ძალები ჩართვაზე. ასევე შსს-ს ცნობით, 25 თებერვლისთვის გურიაში სამაშველო სამუშაოებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
ასევე იხილეთ:
შსს: სამაშველო სამუშაოებში, 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული
ცნობისთვის, 27 თებერვალს ქართული ოცნების საკრებულოს წევრმა ბათუმში, ზურაბ ნაკაიძემ განაცხადა, რომ წინააღმდეგია "4 დღის გამო" იყიდონ 10-20 მილიონიანი სამაშველო ტექნიკა და სახელმწიფოს 4-5 წელი მისი შენახვის ხარჯების გადახდა უწევდეს.
ასევე იხილეთ:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები