Reuters-ის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია 240 000 უკრაინელისთვის ლეგალური სტატუსის შეჩერებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს 240000 უკრაინელისთვის დროებითი ლეგალური სტატუსის შეჩერებას — ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის თანამშრომელსა და საკითხთან დაახლოებულ 3 პირზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამ ნაბიჯის გადადგმა იგეგმებოდა იქამდეც, სანაც 28 თებერვალს დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს თეთრი სახლის ოვალურ დარბაზში დაუპირისპირდებოდნენ — აღნიშნული ზომა მიმდინარე წლის აპრილში განხორციელდება და ნაწილია დონალდ ტრამპის პოლიტიკისა, რომელიც აშშ-ში მიგრანტების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს.
თეთრი სახლი და უკრაინის საელჩო ვაშინგტონში საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
ადმინისტრაცია გეგმავს გარდა უკრაინელებისა, განსაკუთრებული სტატუსი შეუჩეროს 530000 კუბელს, ჰაიტელს, ნიკარაგუელსა და ვენესუელელს. მიგრანტებს, რომელთაც სტატუსი შეუჩერდებათ, აშშ-დან მოკლე ვადაში დეპორტაცია ემუქრებათ.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები