ტრამპი ზელენსკის კვლავ იწვევს თეთრ სახლში

ფოტო: The Guardian
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვლავ მოიწვევს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში, მას შემდეგ რაც ერ-რიადიში მოლაპარაკებებისას უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დასთანხმდა. ამის შესახებ The Guardian წერს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლში მედიის წარმომადგენლებთან აშშ-სა და უკრაინის საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებები შეაფასა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კვირის ბოლოს აპირებს, ესაუბროს რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს და იმედოვნებს, რომ მოსკოვი დასთანხმდება პირობებს.
"უკრაინამ მიიღო ეს შეთანხმება და იმედი მაქვს, რომ რუსეთი მიიღებს მას. ჩვენ მათ დღეს და ხვალ დაველაპარაკებით და იმედია, შეთანხმებას მივაღწევთ", — განაცხადა მან.
მან იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე პროცესი გამოიწვევს ცეცხლის სრულ შეწყვეტას.
"რაზეც აქ ვსაუბრობთ არის ცეცხლის სრული შეწყვეტა. უკრაინამ მიიღო და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც მიიღებს ამ წინადადებას", — თქვა ტრამპმა.
კითხვაზე, იქნება თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკის მიწვეული თეთრ სახლში, ტრამპმა უპასუხა: "დიახ, აბსოლუტურად".
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები