სასამართლომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა, წიქარიშვილის ნაცვლად იუსტიციის საბჭოში მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნოს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მანუჩარ კაკოჩაშვილის სარჩელი და კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნის განკარგულება ბათილად ცნო და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დაავალა, წიქარიშვილის ნაცვლად საბჭოში მანუჩარ კაკოჩაშვილი დანიშნოს.
კახა წიქარიშვილი 2024 წლის 15 ივლისს სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად დანიშნა.
წიქარიშვილს რეკომენდაცია შესარჩევმა კომისიამ გაუწია — 5 კანდიდატიდან პრეზიდენტს გიორგი ბურჯანაძის და კახა წიქარიშვილის კანდიდატურები წარედგინა, სალომე ზურაბიშვილმა კი საბჭოში კახა წიქარიშვილი დანიშნა.
კაკოჩაშვილი მიიჩნევდა, რომ შესარჩევი კომისია, რომელმაც კანდიდატებს რეკომენდაცია გაუწია, დაკომპლექტებული იყო ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში მყოფი წევრებისგან და წიქარიშვილს და ბურჯანაძეს რეკომენდაცია მიკერძოებულად გაუწიეს. მისივე პოზიციით, კომისიამ წიქარიშვილს კვალიფიკაციის შესამოწმებლად შეკითხვები არ დაუსვა.
წიქარიშვილი ტვ პირველი ეთერში განაცხადა, რომ მან და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, მაგრამ მოსამართლემ დღესვე გახსნა სხდომა და დღესვე დაამთავრა საქმის განხილვა. იმიტომ, რომ "დღეს იყო მიხეილ სააკაშვილის პროცესი და საზოგადოებას ამით უნდა უთხრან, რომ კახა წიქარიშვილი არის მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული".
“ჩვენ მოვითხოვეთ ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა, მაგრამ მოსამართლემ დღესვე გახსნა სხდომა და დღესვე დაამთავრა საქმის განხილვა. რატომ? იმიტომ, რომ დღეს არის მიხეილ სააკაშვილის პროცესი და დღეს გამოვიდა მიხეილ სააკაშვილის განაჩენი. საზოგადოებას ამით უნდა უთხრან, რომ კახა წიქარიშვილი არის მიხეილ სააკაშვილთან ასოცირებული, დღეს არის ნაცების გასამართლება და კახა წიქარიშვილიც არის ნაცი. მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ დღეს მე აღარ ვარ იუსტიციის საბჭოს წევრი, მე დღეს აღარ ვარ რაიმე ფორმალური ეთიკით შეზღუდული...” — განაცხადა კახა წიქარიშვილმა ტვ პირველის ლაივში.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
კომენტარები