ახალი საკანონმდებლო ინიციატივით შესაძლოა სასამართლოებზე სისხლის სამართლის საქმეების ფოტო-კინო-ვიდეო გადაღება აიკრძალოს

გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი ფეისბუქ-გვერდზე წერს, რომ 2025 წლის 6 მარტისთვის მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილს რეგისტრირებული აქვს საკანონმდებლო წინადადება სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. მეზვრიშვილის აზრით, საკანონმდებლო წინადადების ტექსტი ქართული ოცნების ოფისშია დაწერილი.
"როგორც ჩანს, ოცნებამ გადაწყვიტა სასამართლო სხდომების დახურვა. 2025 წლის 6 მარტს "საინტერესო" საკანონმდებლო წინადადება აქვს დარეგისტრირებული ვინმე ავთანდილ კახნიაშვილს, სისხლის სამართლის საქმეთა ფოტო-კინო-ვიდეო გადაღების აკრძალვის თაობაზე. საკანონმდებლო წინადადების ტექსტი აშკარად ოცნების ოფისშია დაწერილი," — წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.
საქართველოს პარლამენტის საიტზე ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო წინადადების ინიციატორი "საქართველოს მოქალაქე ავთანდილ კახნიაშვილია". საკანონმდებლო წინადადებაში ვკითხულობთ, რომ "სხდომებიდან ტელეტრანსლიაციების შედეგად, აშკარად ხდება სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი სხდომის
შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად
აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც".
"მიმდინარე წელს გამართულმა სასამართლო პროცესების სერიამაც
დაადასტურა, რომ სხდომებიდან ტელეტრანსლიაციების შედეგად, აშკარად ხდება
სამართალდამცავი ორგანოების დისკრედიტაცია, ხოლო გუშინდელი სხდომის
შემდეგ, რომელზეც, ფაქტობრივად, 11-ვე ბრალდებულმა, ფაქტობრივად, აბუჩად
აიგდო მოსამართლეც და პროკურორებიც (ადვოკატებმაც მოითხოვეს მათი
აცილება, რის გამოც მოსამართლემ სხდომა დახურა...), თავი ვალდებულად
ჩავთვალე პარლამენტისთვის რეაგირებისთვის მომემართა. მით უმეტეს, რომ
ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარება არსებითად არის შეცვლილი," — ვკითხულობთ საკანონმდებლო წინადადებაში.
ცნობისთვის, საკანონმდებლო წინადადებაში ნაგულისხმებია პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული 11 პირი: ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე, სერგეი კუხარჩუკი. სასამართლო მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 5 მარტის სასამართლო პროცესი, მოსამართლემ მოულოდნელად დახურა.
კახნიაშვილის აზრით დაუშვებელია ადამიანის ღირსება "საზოგადოებრივ მაღალ ინტერესს" შეეწიროს.
"დღესაც დაუშვებლად მიმაჩნია ადამიანის დამნაშავეობის დადგენის პროცედურის სამოქალაქო ან ადმინისტრაციული საქმეების განხილვის მსგავს რეჟიმში მოქცევა, ვინაიდან
სისხლის სამართლის პროცესი მეტად სპეციფიკურ ურთიერთობებს არეგულირებს,
რომელშიც სახელმწიფოს მხრიდან სისხლის სამართლებრივად დევნილ ადამიანთა
უფლებებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი იცავს, რის გამოც სრულიად
დაუშვებელია კონკრეტული ადამიანის (თუნდაც სავარაუდო დამნაშავის) ღირსება,
თუნდაც "საზოგადოების მაღალ ინტერესს" შეეწიროს... მით უმეტეს, თუ ეს ეს
არაქონებრივი უფლება" (ადამიანის ღირსება!) კონსტიტუციის მე–9 მუხლით არის
დაცული და "ხელშეუვალი"..." — ნაწყვეტი კანონმდებლის წინადადებიდან.
6 მარტს შეტანილი საკანონმდებლო წინადადება 10 მარტს პარლამენტის ბიურომ განიხილეს და განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა.
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
კომენტარები