რაზე ისაუბრეს პუტინმა და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას?

ფოტო: ABC7
18 მარტს პუტინსა და ტრამპს შორის მეორე სატელეფონო საუბარი შედგა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრიდან რამდენიმე საათში საუბრის დეტალებზე ისაუბრა.
"ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა შესანიშნავი საუბარი, რომელიც თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ჩვენ განვიხილეთ ბევრი თემა, მათ შორის მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯები და სხვა საკითხები", — განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.
მოლაპარაკებების ცენტრალური თემის - უკრაინის კონფლიქტის მოგვარების მცდელობების განხილვისას პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მისი მშვიდობიანი მოგვარების უმთავრესი პირობაა საგარეო სამხედრო დახმარების და კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების შეწყვეტაა. თავის მხრივ, ტრამპმა შესთავაზა რუსეთს და უკრაინას 30 დღის განმავლობაში თავი შეიკავონ ენერგო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე თავდასხმებისგან. პუტინი ამ წინადადებას დათანხმდა და რუს სამხედროებს შესაბამისი ბრძანება გასცა.
"ეს არის დიდი შეცდომა, რადგან მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ეს სიტუაცია საერთოდ არ უნდა მომხდარიყო", — თქვა ტრამპმა.
მისი თქმით, რუსეთს ახლა აქვს უპირატესობა ბრძოლის ველზე და აღნიშნა, რომ რუსეთმა 2500-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ალყაში მოაქცია. მან ისიც თქვა, რომ არსებობს აშშ-ს კონფლიქტში ჩათრევის რისკი.
"აი, ჩვენ ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას. ამერიკელები არ არიან ჩართული ამაში, მაგრამ ისინი შეიძლება ჩაერთონ, თუ ეს გადაიზრდება მესამე მსოფლიო ომში, რაც აბსოლუტურად სასაცილო იქნება", — თქვა მან.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბარში არ ყოფილა საუბარი უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე.
"არა, ეს არ მომხდარა. დახმარებაზე საერთოდ არ გვისაუბრია. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ დახმარება არ იყო საუბრის თემა", — განაცხადა მან.
ამავე თემაზე:
დონალდ ტრამპი: მოუთმენლად ველი ზარს პრეზიდენტ პუტინთან
ტრამპი: მე დაჟინებით ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს
ვლადიმერ პუტინი: თანახმა ვართ ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ არსებობს ნიუანსები
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები