ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ზურა ჯაფარიძე დაიბარეს

ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძეც დაიბარეს. როგორც ზურა ჯაფარიძე წერს, მანდ მისვლა მაგათი ლეგიტიმურობის აღიარებაა.
"წულუკიანი მიბარებს საგამოძიებო კომისიაზე 4 აპრილს... მანდ მისვლა მაგათი ლეგიტიმურობის აღიარებაა", — წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს უკვე დაიბარა კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მას შემდეგ, რაც არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, თეა წულუკიანმა საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა.
მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა, დღეს 13:00 საათზე კი სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
კომისიამ ასევე დაიბარა კოალიცია ცვლილებებისთვის კიდევ ერთ ლიდერი ნიკა გვარამია, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე და ყოფილი თავდაცვის, შსს და ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ისინი კომისიაში გამოცხადებაზე უარს აცხადებენ.
- საქართველოს პროკურატურამ თეა წულუკიანის კომისიაში არგამოცხადების გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
- წულუკიანი: კომისია გაარკვევს მიატოვეს თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი მოქმედებების არეალში
- წულუკიანის კომისია 2008 წლის ომზე, ხაინდრავას "შუა თითი", დაკავებული "ანწუხელიძე უკვდავია"-ს ბანერით — 28 მარტის პროტესტის ქრონიკა
- თეა წულუკიანი ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაში არ გამოცხადების გამო ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს
- მამუკა ხაზარაძე: ავტომატი რომ მისცე, ალბათ, ყველას დაგვხვრეტს თეა წულუკიანი
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
კომენტარები