ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ნიკა გვარამია დაიბარეს

ფოტო: ვიკიპედია
ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია 8 აპრილის სხდომაზე დაიბარეს.
"მე მარტო დილის 7 საათზე მცალია, ასე გვიან ვერ მოვალ.
ბატონო ნიკა, ვინაიდან ტელეფონს მითიშავთ, გაცნობებთ, რომ პარლამენტის კომისიის მიერ მოთხოვნილია თქვენ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა 2004-2012 წლებში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული ვითარებისა და, მომდევნო წლებში, შიდა და საგარეო პოლიტიკური პროცესების შესახებ, რისთვისაც მოწვეული ბრძანდებით მიმდინარე წლის 8 აპრილს, 10.00 საათზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს და ამგვარი ქმედება ისჯება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პატივისცემით, საპარლამენტო კომისიის სამდივნოს ხელმძღვანელი, ნინო ჭიპაშვილი", — წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა კომისიამ, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს უკვე დაიბარა კოალიცია ძლიერი საქართველოსთვის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. მას შემდეგ, რაც არც ერთი მათგანი არ გამოცხადდა აღნიშნულ კომისიაზე, თეა წულუკიანმა საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა.
მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა, დღეს 13:00 საათზე კი სასამართლო მამუკა ხაზარაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
კომისიამ ასევე დაიბარა კოალიცია ცვლილებებისთვის კიდევ ერთ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ჟურნალისტი გიორგი თარგამაძე და ყოფილი თავდაცვის, შსს და ეკონომიკის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ისინი კომისიაში გამოცხადებაზე უარს აცხადებენ.
- ენმ-ს საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე ზურა ჯაფარიძე დაიბარეს
- საქართველოს პროკურატურამ თეა წულუკიანის კომისიაში არგამოცხადების გამო მამუკა ხაზარაძეს ბრალდება წარუდგინა
- წულუკიანი: კომისია გაარკვევს მიატოვეს თუ მიზანმიმართულად ჩატოვა მიხეილ სააკაშვილმა მშვიდობიანი მოსახლეობა საომარი მოქმედებების არეალში
- წულუკიანის კომისია 2008 წლის ომზე, ხაინდრავას "შუა თითი", დაკავებული "ანწუხელიძე უკვდავია"-ს ბანერით — 28 მარტის პროტესტის ქრონიკა
- პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს
- "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს
- თეა წულუკიანი ენმ-ს ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიაში არ გამოცხადების გამო ირაკლი ოქრუაშვილის საქმეს პროკურატურას გადასცემს
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები