სალომე ზურაბიშვილის თქმით, "ოცნების" საგამოძიებო კომისია ემსახურება რუსულ ინტერესებს და საზოგადოებაში შიშის დათესვას

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პროევროპულ პარტიებთან საკოორდინაციო შეხვედრა დასრულდა და "წინააღმდეგობის პლატფორმაში" შემავალი პროევროპული პარტიები იზიარებენ 3 მთავარ პრიორიტეტს. ესენია: ახალი არჩევნები, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და "ქართული ქარტია".
ამას გარდა, სალომე ზურაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიის მიერ ოპოზიციის წარმომადგენლების დაბარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, "წინააღმდეგობის პლატფორმაში" გაწევრიანებული პარტიები ამ კომისიაში გამოცხადებას არ აპირებენ. ზურაბიშვილმა კომისიას რუსული ინტერესების გამტარებელი უწოდა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში შიშის დანერგვაა.
"კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებენ მონაწილეობას ამ კომისიაში. ეს კომისია, ერთის მხრივ, არის სრულიად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტისგან შექმნილი. მეორეს მხრივ, ეს კომისია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ რუსულ ინტერესებს, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა. ასევე, ეს კომისია ემსახურება იმას, რომ დაითესოს შიში და პოლიტიკური ლიდერები მიზანში არიან აღებული, რომ გავრცელდეს ის აზრი, რომ "ყველას მოგწვდებით", მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ამას უნდა დაექვემდებაროს," — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა (სტილი დაცულია).
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები