დიდმა ბრიტანეთმა მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა "სერიოზულ კორუფციულ საქმიანობაში ჩართვის გამო" თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს ფინანსური სანქციები დაუწესა.
დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების განხორციელების სამსახურის (Office of Financial Sanctions Implementation) ვებგვერდზე ფინანსური სანქციების სიის განახლების შესახებ ინფორმაცია დღეს, 2 აპრილს გავრცელდა.
მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ, რომ სანქციები ითვალისწინებს ფინანსური სახსრების გაყინვას იმ პირებისთვის, რომლებიც არიან ან იყვნენ ჩართულნი სერიოზულ კორუფციაში.
მიხეილ ჩინჩალაძესთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების განხორციელების სამსახური წერს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი, რომ ის ჩართულია, ან ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში.
"თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს, აღმასრულებელი ან სასამართლო ფუნქციის შესრულებისას, მან მიიღო ფინანსური სარგებელი, როგორც ჯილდო მისი საზოგადოებრივი ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებისთვის და თავისი უფლებამოსილება გამოიყენა იმის უზრუნველსაყოფად, რომ სასამართლო გადაწყვეტილებები გამოტანილი ყოფილიყო მმართველი პარტია ქართული ოცნების სასარგებლოდ", — ნათქვამია წერილში.
რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ამავე განცხადებაში დიდი ბრიტანეთის ფინანსური სანქციების განხორციელების სამსახური წერს, რომ "არსებობს გონივრული საფუძველი იმის სავარაუდოდ, რომ ლევან მურუსიძე ჩართულია სერიოზულ კორუფციაში.
"როგორც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, რომელიც ასრულებდა აღმასრულებელ ან სასამართლო ფუნქციას, მიიღო ფინანსური სარგებელი, როგორც ჯილდო მისი საჯარო ფუნქციების არასწორად შესრულებისთვის", — წერია წერილში.
მათი თქმით, ლევან მურუსიძე კანონის შეუსაბამოდ იყენებდა თავის გავლენას იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები ქართული ოცნების სასარგებლოდ მიეღო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
კომენტარები