აშშ-მ მსოფლიოს ქვეყნებს ტარიფები დაუწესა — საქართველოს — 10%-იანი ტარიფი აქვს, ტრამპის ტარიფები რუსეთს არ შეხებია

2 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმალური 10%-იანი და მაქსიმუმ 50%-იანი ტარიფები დააწესა, ევროკავშირისთვის — 20%-იანი, ჩინეთისთვის კი 34%-იანი. საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, რომელთან 10%-იანი ტარიფი აქვთ. ტრამპის ტარიფები არ შეხებია რუსეთს, რაც რუსეთზე დაწესებული სანქციებით ახსნეს.
თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლივიტმა Axios-თან განაცხადა, რომ სანქციებია იმის მიზეზი, რომ საბაჟო ტარიფები არ დაუწესდა არც რუსეთს, არც ბელარუსს, არც კუბასა და ჩრდილოეთ კორეას.
ტრამპის თქმით, 2 აპრილი ისტორიაში შევა, როგორც ამერიკული ინდუსტრიის აღორძინების დღე. მისი თქმით, ახალი ტარიფები შემოღებულია იმისათვის, რომ "აშშ-ს ეკონომიკა აღადგინონ და თავიდან აიცილოს თაღლითობა".
აშშ-მ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს — უკრაინას, თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს ჩათვლით, 10%-იანი ტარიფი დაუწესა.
აშშ-ს მიერ დაწესებული ახალი ტარიფებიდან ყველაზე მაღალი კამბოჯაზე (49%), ვიეტნამზე (46%), მიანმასა (44%) და ლაოსზე (48%) ვრცელდება.

აშშ-ს ტარიფები
სხვა ქვეყნებისთვის დაწესებული ტარიფები კი ასე გამოიყურება:
ტაივანი — 32%; იაპონია — 24%; სამხრეთ კორეა — 25%; ტაილანდი — 36%; შვეიცარია — 31%; ინდონეზია - 32%; მალაიზია - 24%; დიდი ბრიტანეთი - 10%; სამხრეთ აფრიკა — 30%; ბრაზილია — 10%; ბანგლადეში — 34%; სინგაპური — 10%; ისრაელი — 17%; ფილიპინები — 17%; ჩილე — 10%; პაკისტანი — 29%; შრი-ლანკა — 44%; სერბეთი — 37%; მადაგასკარი — 47%; მიანმაში — 44%; ლაოსი — 48%. 50%-იანი ტარიფები შემოდის ლესოთოსა და საფრანგეთის საზღვარგარეთის ტერიტორიაზე სენ-პიერსა და მიკელონზე.
ამას გარდა, 3 აპრილიდან აშშ-ში იმპორტირებულ მანქანებზე 25%-იანი გადასახადი ამოქმედდება, ხოლო 3 მაისამდე — უცხოურ ავტონაწილებზე. მანამდე უფრო მაღალი ტარიფები დაწესდა კანადასა და მექსიკას და ევროკავშირიდან ექსპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები