ბორანზე მოთავსების შემდეგ მაგნოლიას ხე უკვე ზღვით გურიისკენ მიცურავს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, რამდენიმე საათში ხე შეკვეთილში, ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიტანენ.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, მანამდე, ბობოყვათის სანაპიროზე გაკეთდა სპეციალური მისადგომი და გზა, რომლითაც სატვირთომ მაგნოლია პლატფორმაზე განათავსა.

მათივე ცნობით, სამუშაოების დროს კომპანია ზიმომ ელექტროსადენები ჩახსნა და ასევე, დაზიანდა წყლის მილი, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას დენი და წყალი რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეწოდებოდათ.

ხის ტრანსპორტირება 12 იანვარს დაიწყეს.