დღეიდან რუსთავი 2-ს კიდევ ერთხელ შეეცვალა მფლობელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია - შპს პანორამა გახდნენ, რომელსაც ტელეკომპანია ერთხელ უკვე ეკუთვნოდათ.

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 1994 წელის 4 მარტს ჯარჯი აქიმიძემ, დავით დვალმა და ეროსი (ერასტი) კიწმარიშვილმა შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსის სახელით დააფუძნეს. მას მერე კომპანიის მფლობელები დაახლოებით 20-ჯერ შეიცვალნენ. კომპანიის მფლობელები სხვადასხვა დროს სატელეკომუნიკაციო კომპანია ბილაინისა და საქართველოს მთავრობასთან დაახლოებული პირები იყვნენ.

ვინ იყვნენ რუსთავი 2-ის მფლობელები?

განახლება: 2019 წლის 18 ივლისს რუსთავი 2-ის მფლობელები ისევ შეიცვალა. კომპანიის მფლობელები გახდნენ შპს პანორამა (40%) და ქიბარ ხალვაში (60%). ხალვაშს ეკუთვნის შპს პანორამას 100 პროცენტიც.

  • 2014 - ნინო ნიჟარაძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);
  • 2012 - გიორგი გეგეშიძე (9%), ლევან ყარამანიშვილი (22%), გიორგი ყარამანიშვილი (18%), შპს ტელეკომპანია საქართველო (51%);
  • 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), გიორგი ყარამანიშვილი (40%);
  • 2012 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (50%), შპს მედია ჯორჯია (40%);
  • 2011 - გიორგი გეგეშიძე (10%), ლევან ყარამანიშვილი (90%);
  • 2011 - DEGSON LIMITED (70%) შპს ჩემექსიმ ინტერნეშენალი (30%);
  • 2009 - ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), DEGSON LIMITED (70%);
  • 2008 - კორპორაცია გეომედია გრუპი (40%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (30%), ირაკლი ჩიქოვანი (30%);
  • 2007 - კორპორაცია გეომედია გრუპი (55%), ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%);
  • 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (45%), DELGADO RESOURCES LTD (55%);
  • 2006 - შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%); შპს გეო-ტრანსი (78%);
  • 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი (22%);
  • 2006 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (38%), შპს საქცემენტი (22%);
  • 2004 - შპს პანორამა (40%), ქიბარ ხალვაში (60%);
  • 2004 - შპს პანორამა (30%), ქიბარ ხალვაში (60%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  • 2004 - ქიბარ ხალვაში (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  • 2004 - პაატა კარსანიძე (60%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  • 2001 - დავით დვალი (30%), ჯარჯი აქიმიძე (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%), ნიკოლოზ ტაბატაძე (10%);
  • 1996 - ჯარჯი აქიმიძე (33,3%), დავით დვალი (33,3%), ეროსი კიწმარიშვილი (33,3%);
  • 1994 - შპს საინფორმაციო-სარეკლამო სააგენტო გამა პლიუსი - ჯარჯი აქიმიძე (40%), დავით დვალი (30%), ეროსი კიწმარიშვილი (30%).