ხვედელიძე: ჩემზე თავდასხმას, მხოლოდ სუს-ის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს ვუკავშირებ
შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გელა ხვედელიძემ კურიერ P.S.-ში ნოდარ მელაძესთან ინტერვიუსას, მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, იქედან გამომდინარე, რომ იგი სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, მისი ეჭვით, სუს-ის უფროსის მოადგილეს, იოსებ გოგაშვილს შეეძლო მასზე თავდასხმის დაგეგმვა:
"მე სულ თვალთვალის ობიექტი ვარ, ინფორმაცია გამაჩნია, ვიღებ ინფორმაციას და ყოველთვის ინტერესის სფეროში ვარ. ყველამ ძალიან კარგად იცის ეს და მათ შორის გოგაშვილმაც კარგად იცის. სწორედ ის ახორციელებდა ჩემს მიმართ გარკვეულ ღონისძიებებს, თვალთვალის კუთხით".
ხვედელიძის თქმით, იგი სუს-ის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის გარდა, სხვას არავის განიხილავს, ვისაც შეეძლო მასზე თავდასხმის განხორციელება.
გელა ხვედელიძე ამბობს, რომ სამართალდამცავებს საქმის მასალები საშუალებას აძლევს მარტივად დაადგინონ თავდამსხმელთა ვინაობა:
"როდესაც ქალაქის ცენტრში ასეთ თავდასხმას ახორციელებენ, იქ ორნი არ იქნებოდნენ, იქ იქნებოდა კიდევ მინიმუმ ორი პირი, რომლებიც მათ კოორდინირებას ახორციელებდნენ. თუკი კარგად იმუშავებს სამართალდამცავი სტრუქტურა ფაქტობრივად შესაძლებელია მივიდნენ და დაადგინონ ის პირები, მითუმეტეს თითის ანაბეჭდებიც არსებობს".
რუსთავი 2-ის ჟურნალისტი შეხვდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს იოსებ გოგაშვილს და გელა ხვედელიძის ბრალდებებზე დაუსვა კითხვები, თუმცა, მან არცერთ შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ "ბრალდებები სასაცილოა".
გელა ხვედელიძეს 3 აპრილს საკუთარ სახლთან თავს დაესხნენ. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობისას მუშაობდა. 2013 წლის მაისში გელა ხვედელიძე დააკავეს ერთ-ერთი მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ბრალდებით. ხვედელიძე თავდაპირველად ბრალს აღიარებდა, მოგვიანებით კი მან ჩვენება შეცვალა. ბრალდებულმა მაღალჩინოსანმა საპატიმრო მაშინ გირაოს საფუძველზე დატოვა, მოგვიანებით, ის სასამართლომ დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და ერთწლიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯა.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები