როგორი იქნება სექსი კოსმოსში?
მეორე უდიდესი კოსმოსური რბოლის დაწყების გამო, შეყვარებული წყვილების მიკროგრავიტაციაში შეხვედრა უფრო და უფრო რეალური ხდება.
იგეგმება მთვარეზე დაბრუნება, მარსის კოლონიზაცია, ასტეროიდების გაბურღვა და მრავალი სხვა. ასტრონავტებისთვის კი, ჯანმრთელობის მრავალი საკითხი არსებობს, როგორიცაა მზის რადიაციისგან მუდმივი დასხივება.
კოსმოსზე ორიენტირებული გონებისთვის, ერთი ასპექტი, რასაც მუდამ აიგნორებენ, სექსია. თუმცა ის ადამიანის არსებობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. შეიძლება თუ არა, რომ კოსმოსში სექსი გქონდეს? და თუ ასეა, როგორი იქნება?
არის იმის ალბათობაც, მცირე, მაგრამ მაინც, რომ ეს უკვე მოხდა. პირველი შერეული სქესის მისია 1982 იყო. ნასას სექსის შესახებ არც მაშინ და არც მას შემდეგ განუცხადებია რამე. ნასა ქორწინებას ან რაიმე სახის ურთიერთობას არ მიესალმება და ასტრონავტებისგან ქცევის მკაცრი კოდექსის დაცვას მოითხოვს. მოდი, ვაღიაროთ, უკანასკნელი რამ, რაც მისიის დროს მოგინდებათ, წყვილის ჩხუბის ყურებაა, რომელიც ამ მისიას შლის.
ყოფილი ასტრონავტი ლეროი ჩიაო 1994-2005 წლებს ოთხ მისიაში იღებდა მონაწილეობას. 2009 წლის ბლოგპოსტში, მან სერიოზულად ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ ვიღაცებმა წარმატებით სცადეს სექსი კოსმოსში. გარდა იმისა, რომ ასტრონავტები ყოველთვის პროფესიონალები უნდა იყვნენ, მათ ძალიან მკაცრი სამუშაო განრიგი აქვთ. ამას ემატება ის ფაქტიც, რომ ზოგადად, იქ სექსი აკრძალულია:
„კაცები მაინც კაცები არიან. თუ კაცს სექსი ექნებოდა კოსმოსში, ის ვერ გაძლებდა მის შესახებ ტრაბახის გარეშე. ჩვენ ყველას გვეცოდინებოდა ის. ან, ასე ვიტყოდი, ყველას გვეცოდინება, როდესაც ის მოხდება".
ნასას არც ერთი სექსუალური ექსპერიმენტი არ ჩაუტარებია, თუ არ ჩავთვლით ჭორებს აშშ-რუსეთის საიდუმლო სექს-ექსპერიმენტის შესახებ. 2006 წლის კონფერენციაზე, ნასას ფიზიოლოგმა ჯიმ ლოგანმა აღიარა, რომ სექსისა და სიცოცხლის სხვა ბიოლოგიური ასპექტების შესწავლა კოსმოსში ჩვენი სამომავლო გეგმების პრერეკვიზიტია, რომლებიც სხვა მზის სისტემებში გადასახლებას ეხება.
თეორიულად თუ მივყვებით, კოსმოსში წარმატებული სექსის წინ მრავალი პრობლემა დგას.
მაგალითად, მიკროგრავიტაციულმა გარემომ შესაძლოა გულისრევა გამოიწვიოს. შემდეგია კოსმოსური ანემია, რომელმაც შესაძლოა გადაგღალოს. ნულოვან გრავიტაციაში, გული ნაკლებად ცემს, რის გამოც სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნა მცირდება - ეს კი კოსმოსური ანემიის წინაპირობაა. ასე რომ, მარტივი არ არის. ორივე ძალიან ადვილად დაიღლებით.
კოსმოსში სისხლიც განსხვავებულად მიედინება. მიწაზე ის უმეტესად სხეულის ქვედა ნახევარში გროვდება. კოსმოსში კი, ის ზემოთ მიიწევს. სხვა პრობლემა ის არის, რომ წნევის ცვლილებებს შეუძლია ზურგის ტვინზე გავლენის მოხდენა, რაც შემდგომ მხედველობის პრობლემებს გამოიწვევს.
თუ გგონიათ, რომ თქვენი პარტნიორი კოსმოსის უწონადობაში თქვენკენ ანგელოზივით გამოცურავს, ხელმეორედ დაფიქრდით. გირჩევნიათ, ღვედით დაებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტნიორი გაგიფრინდებათ. საშინლად იწვალებთ ერთად ყოფნისთვის. ამისათვის კი სპეციალური ღვედები იქნება საჭირო.
სოციალური მხრიდან თუ მივუდგებით, კოსმოსურ სადგურზე კონფიდენციალობა მთლად კარგად დაცული არ არის. და პანელებსა და საძილე ტომრებში, რომლებსაც დღეს იყენებენ, ორი ადამიანი არ ეტევა. გარდა ამისა, წარმატების შემთხვევაში, ცხადია, გაოფლიანდებით. კოსმოსში ჰაერი ისე კარგად არ მოძრაობს, როგორც დედამიწაზე. თქვენი სხეულის სითბო თქვენვე გეკვრებათ.
წარმოიდგინეთ, რომ ჩამოვარდნისა და აორთქლების ნაცვლად, კოსმოსში თქვენი ოფლი, დიდი ალბათობით, სხეულზე მოგეკრობათ. რაც უფრო მეტს წარმოქმნით, მით უფრო მეტს მოაგროვებთ სხეულზე. ეს ნიშნავს, რომ თქვენს კანზე ოფლის ტბორები მოგროვდება და მისი წვეთები ოთახში იფრენენ. მაგრამ ყველაზე საშინელ ნაწილზე ჯერ არ გადავსულვართ.
სისხლის მოძრაობა მნიშვნელოვანია ერექციისთვის. რადგანაც სისხლის მიმოქცევა კოსმოსში ძალიან განსხვავებულია, ზოგიერთი მეცნიერი ეჭვის თვალით უყურებს მიკროგრავიტაციულ გარემოში ერექციის წარმოქმნას. ყველა თანხმდება, რომ უმეტესი მამაკაცისთვის, ეს ურთულესი იქნება. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ვიაგრა. თუმცა, დოზირების გამოთვლა აუცილებელია. პრობლემა მხოლოდ კაცებს არ შეექმნებათ.
წარმატებული აქტისთვის ქალების ლუბრიკაციაც უმთავრესია. თუმცა, იმის ნაცვლად, რომ თანაბრად განაწილდეს ვაგინის გარშემო, მიკროგრავიტაციაში ის ერთ ადგილას გროვდება, რაც პენეტრაციას მტკივნეულს ხდის.
საბედნიეროდ, სამომავლოდ ისეთი კოსმოსური სადგურები მზადდება, რომლებიც იბრუნებენ, ასე რომ, მათ შეუძლიათ ნებისმიერი დონის გრავიტაცია შექმნან, მათ შორის, დედამიწის მსგავსიც.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
დისკუსია: თქვენ გამოცდიდით სექსს კოსმოსში?