საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის ცხრა დეპუტატს პარლამენტის წევრის სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა აქვს, 16-ს კი - არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები. აღნიშნული კვლევის პრეზენტაცია ამ წუთებში იმართება.

იმის მიუხედავად, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი საქმიანობა აკრძალულია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებით, პარლამენტის ცხრა წევრი რეგისტრირებულია დირექტორად - ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად.

ესენი არიან:

  1. ედიშერ თოლორაია - ქართული ოცნება;
  2. დიმიტრი სამხარაძე - ქართული ოცნება;
  3. იოსებ მაკრახიძე ქართული ოცნება;
  4. მამუკა მდინარაძე - ქართული ოცნება;
  5. მარიამ ჯაში - ქართული ოცნება;
  6. დავით ჭიჭინაძე - ქართული ოცნება;
  7. დიმიტრი ხუნდაძე - ქართული ოცნება;
  8. მამუკა ჩიქოვანი - ევროპული საქართველო;
  9. გიორგი ლომია - პატრიოტთა ალიანსი.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის მიხედვით, პარლამენტის 16 წევრს არადეკლარირებული ბიზნეს აქტივები აქვს. მათგან 14 უმრავლესობის წევრია, ორი კი - პატრიოტთა ალიანსის.

არადეკლარირებული საქმიანობა შემდეგ დეპუტატებს აქვთ:

  1. ლევან ბეჟანიძე;
  2. ბიძინა გეგიძე;
  3. ლევან კობიაშვილი;
  4. გურამ მაჭარაშვილი;
  5. კობა ნარჩემაშვილი;
  6. გია ჟორჟოლიანი;
  7. შოთა ხაბარელი;
  8. დიმიტრი ხუნდაძე;
  9. ედიშერ თოლორაია;
  10. დიმიტრი სამხარაძე;
  11. გედევან ფოფხაძე;
  12. ერეკლე ტრიპოლსკი;
  13. მარიამ ჯაში;
  14. სოფიო კილაძე.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები არიან: ირმა ინაშვილი და გიორგი ლომია.

ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კვლევაში ნახსენები ყველა კომპანია წლების წინ დაიხურა და ახლა არცერთს მართავს. ამავე პარტიის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კომპანია, რომელიც კვლევაში მასთან კავშირშია ნახსენები საერთოდ არ არსებობს.

რაც შეეხებათ ევროპული საქართველოსა და პატრიოტთა ალიანსის წევრებს. ევროპული საქართველოს წევრი, მამუკა ჩიქოვანი ამბობს, რომ კლუბ რუსთავის დირექტორად იმის მიუხედავად ფიქსირდება, რაც მან დამფუძნებლებს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მიწერა. პატრიოტთა ალიანსის წევრის, გიორგი ლომიას თქმით, კი კვლევიდან გაიგო, რომ ქლაბ ნიუ იურკის დირექტორის თანამდებობას ისევ იკავებს. ის დასძენს, რომ ეს კომპანია აღარ ფუნქციონირებს.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის სრული ვერსია.