ჰარვი ვაინშტაინის საქმის დიდი რეზონანსის შემდეგ, მსოფლიოს გარშემო ცნობილი მსახიობები, მომღერლები თუ შოუ-ბიზნესის სხვა წარმომადგენლები ხმამაღლა ალაპარაკდნენ მათზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების შესახებ.

მაგალითად ცოტა ხნის წინ ისლანდიელმა მომღერალმა ბიორკმა საკუთარ ფეისბუკზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის დანიელი რეჟისორის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს.

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალი რეჟისორის სახელს და გვარს არ ამბობს, რთული მისახვედრი არ უნდა იყო, თუ ვისზე საუბრობს ამ პოსტში ბიორკი.

2000 წელს ის მონაწილეობას იღებდა რეჟისორ ლარს ფონ ტრიერის ფილმში Dancer in the Dark, ამასთანავე ეს ბიორკის ფილმოგრაფიაში ამ დრომდე ერთადერთი სრულმეტრაჟიანი ფილმია.

"იმ ქალებით შთაგონებული, რომლებიც ხმამაღლა საუბრობენ, გადავწყვიტე ჩემი ისტორიაც მოგიყვეთ, რომელიც ერთ დანიელ რეჟისორს უკავშირდება. როდესაც მსახიობის პროფესიაში ვცადე ბედი, გავაცნობიერე, რომ დამცირება და სექსუალური შევიწროება აქ ნორმა იყო, რომ რეჟისორს შეეძლო ქალებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ შეხებოდა, კინოინდუსტრია მას ამის უფლებას აძლევდა. მიუხედავად ხშირი მცდელობებისა ის ჩემგან უარს იღებდა და სწორედ ამიტომ განაწყენებულმა და გაბრაზებულმა ჭორები გამივრცელა, თითქოს ჩემთან მუშაობა ძალიან რთულია. ვიმედოვნებ, რომ ჩემი განცხადება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქალებსა და მსახიობებს სტიმულს მისცემს, შეაჩერონ ეს ტენდენცია. მოდით, გავერთიანდეთ და შევცვალოთ მსოფლიო.", - წერს ბიორკი.