ორი ოსკარის მფლობელი მსახიობი, კევინ სპეისი, ცოტა ხნის წინ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

მსახიობი ენტონი რაპი, ამბობს, რომ ის სულ რაღაც 14 წლის იყო, როდესაც კევინმა ის წვეულებაზე მიიწვია და სასმელით გაუმასპინძლდა. კევინ სპეისი მაშინ 26 წლის იყო.

როგორც ენტონი ამბობს, სპეისი ნასვამი იყო და მას პირადი ცხოვრების შესახებ უსვამდა კითხვებს.

რაპი ყვება, რომ სპეისიმ ის საკუთარ ბინაში დაპატიჟა და მასთან სექსუალირი კავშირის დამყარებაც სცადა.

"მის სახლში წვეულება ჰქონდა გამართული. თავის ოთახში ამიყვანა, ლოგინზე დამაგდო და ზემოდან დამაწვა.", - ყვება ენტონი.

ენტონი რაპი

ენტონი რაპი

ამ თემასთან დაკავშირებით ორი ოსკარის მფლობელმა მსახიობმა და House of Cards-ის ვარსკვლავმა საკუთარ ტვიტერზე განცხადება გააკეთა და გარდა იმისა, რომ ბოდიში მოიხარა თქვა ისიც, რომ გეია.

საკუთარ განცხადებაში სპეისი ბოდიშს უხდის ენტონის და ამბობს, რომ მომხდარი არ ახსოვს.

"გულწრფელად ვამბობ, რომ არ მახსოვს ეს ისტორია, რადგან 30 წელზე მეტი ხნის წინ იყო. ეს მთვრალი კაცის ქცევა იყო, თუმცა ამის გამო მაინც ბოდიშს ვუხდი ენტონის იმ საშინელი გრძნობებისთვის, რომელიც მან გამოიარა. ამ ისტორიამ მიბიძგა ცხოვრება შემეცვალა", - წერს კევინ სპეისი.

იქვე ქამინგ აუთსაც აკეთებს და ამბობს, რომ გეია.

"მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ურთიერთობა მქონდა ქალებთანაც და კაცებთანაც. ახლა კი, ცხოვრების ამ ეტაპზე ვამბობ, რომ მირჩევნია ვიცხოვრო როგორც გეი კაცმა.", - წერს სპეისი.