თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

წარმოგიდგენთ იმ ფილმების მცირე ჩამონათვალს, რომელთა ნახვაც ფესტივალის სტუმრებს შეგეძლებათ.

მიხაელ ჰანეკე - ბედნიერი დასასრული (Happy End)

კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი ფავორიტი, ცნობილი ავსტრიელი რეჟისორის უკანასკნელი ფილმი მძაფრი, თანამედროვე პრობელემებითა და ევროპული ირონიით.

აკი კაურისმაკი - იმედის მეორე მხარეს (On the Other Side of Hope)

ბერლინის კინოფესტივალის ტრიუმფატორი. რეჟისორის განცხადებით, მისი უკანასკნელი ნამუშევარი, რომლის შემოქმედებასაც ქართველი მაყურებელი დიდი ხანია ადევნებს თვალს და ელოდება.

ლუკა გუადანინიო - შენი სახელით მომმართე (Call me by your name)

თითქმის ყველა პრესტიჟული კინოფესტივალის საყვარელი ფილმი, ლგბტ+ კინოს თანამედროვე კლასიკა, რომელიც საოსკარე სეზონის ერთ-ერთ ფავორიტად სახელდება.

აგნიეშკა ჰოლანდი - ნაკვალევი (Spoor)

პოლონური კინოს წლის მოვლენა. კლასიკოსად აღიარებული ქალი რეჟისორის, აგნიეშკა ჰოლანდის "ფორმაში დაბრუნება" სწორედ ამ ფილმს უკავშირდება. ცხოველთა დაცვისა და სხვა სოციალური თემების ახლებური გადაწყვეტა და განსაკუთრებული კინოხედვა, ფილმს თანამედროვე სივრცეში გამოარჩევს.

რობენ კამპილო - 120 დარტყმა წუთში (120 BPM)

რობინ კამპილოს 2017 წლის კანის კინოფესტივალზე გრანპრი გადაეცა დოკუმენტურ სტილში გადაღებული მხატვრული ფილმისთვის - 120 დარტყმა წუთში. ასევე ფილმმა მიიღო კინო კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის (FIPRESCI) და დამოუკიდებელი ჟიურის პრიზი - Queer Palm, რომელიც ლგბტქ თემაზე შექმნილ ნამუშევრებს გადაეცემა. ფილმის სიუჟტი 90-იანი წლების საფრანგეთში ვითარდება, როდესაც ჯგუფმა Act Up (იმოქმედე) შიდსის ვირუსის მსხვერპლთა დასაცავად სამოქალაქო მოძრაობა წამოიწყო.

ფრანზუა ოზონი - ორმაგი საყვარული (Double Lover)

ორმაგი საყვარელი ფრანსუა ოზონის ბოლო ფილმია, რომელიც 2017 წლის კანის კინოფესტივალის კონკურსში მონაწილეობდა. ფილმი გაჟღენთილია დრამით, ეროტიზმიათა და იუმორით. სიუჟეტი ახალგაზრდა ქალის გარშემო ვითარდება, რომელიც თავის ფსიქოთერაპევტთან გააბამს რომანს და მასთან ერთად საცხოვრებლადაც გადავა. თუმცა ერთი შხედვით იდილიური ცხოვრება უამრავი პრობლემის წინაშე დადგება.