10 რამ, რაც გაზაფხულთან ასოცირდება და ძალიან გვიყვარს

მარტიც დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხული მოვიდა და ზამთრის ცივი, მოღუშული ამინდები უკან ჩამოვიტოვეთ.
სულ მალე ცაში აუცილებლად დაინახავთ თბილი ქვეყნებიდან მოფრენილ ფრინველებს, რომლებიც ბუდეების გასაკეთებლად ემზადებიან.
მართალია, ბუნებამ გამოიღვიძა და დღითიდღე უფრო ლამაზი, ცოცხალი და მრავალფეროვანი ხდება, მაგრამ გაზაფხულის შესაყვარებლად კიდევ რამდენიმე მიზეზი უნდა გავიხსენოთ და აი, ისინიც:
1. მზიანი თბილი დღეები

ფოტო: Kucher Serhii/shutterstock
და ის მონატრებული, ძალიან სასიამოვნო შეგრძნება, როცა მზის თბილი სხივები გაღვიძებს.
2. ახალი კარტოფილი კამითა და ტყემლით

ფოტო: lizabarbiza/shutterstock
ერთი სული გვაქვს!
3. ძააალიან ბევრი ალუჩა

ფოტო: Alina Reviakina/shutterstock
სასურველია, რომ შარშანდელი გამოცდილებაც გავიხსენოთ და იმდენი ალუჩა არ ვჭამოთ, რომ მერე კბილები აგვტკივდეს.
4. მარწყვივით მარწყვები

ფოტო: minicase/shutterstock
და დაუსრულებელი კამათი იმაზე, მარწყვი შაქრით უფრო გემრიელია, თუ მის გარეშე.
5. მწვანე ბალახში კოტრიალი

ფოტო: Smileus/shutterstock
და შეუდარებელი სურნელი, რომელიც სიცოცხლით გვავსებს.
6. მსუბუქი და მოსახერხებელი ტანსაცმელი

ფოტო: Iryna Inshyna/shutterstock
ეს ის მომენტია, როცა ზამთარში გაკეთებული ტატუებით შეგვიძლია მოვიწონოთ თავი
7. ნაყინი

ფოტო: crazystocker/shutterstock
და ცივი ყავა ნაყინით, რომელიც ცხელ ყავას ანაცვლებს.
8. პიკნიკი მეგობრებთან ერთად

ფოტო: Pressmaster/shutterstock
დიახ, გაზაფხულზე გაცილებით ენერგიულები ვხდებით და მეგობრებთან ერთად შეგვიძლია ცხრა მთა გადავიაროთ.
9. ენძელა და ია

ფოტო: yogesh patil/shutterstock
რა თქმა უნდა, ჩვენს ცხოვრებაში სხვა ლამაზი ყვავილებიც ჩნდებიან.
10. აყვავებული ალუბლის ხეები

ფოტო: ncristian/shutterstock
მართალია, ძალიან გვინდება ყველა ტოტი მოვწყვიტოთ და სახლში წამოვიღოთ, მაგრამ აჯობებს, თუ უბრალოდ ყურებით დავტკბებით.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები