რას ნიშნავს აიისაზე მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება - პოლიტიკოსების შეფასებები
თბილისის საქალაქო სასმართოლოს გადაწყვეტილება, რომელმაც პრეზერვატივ აიისას შეფუთვა რელიგიური გრძნობების შემლახავად მიიჩნია პოლიტიკოსები არაერთგვაროვნად აფასებენ. ზოგი სასმართლოს გადაწყვეტილებას ეთანხმება და მიაჩნია, რომ ორთითზეწამოცმული პრეზერვატივით რელიგიური გრძნობები ილახება, ზოგი კი, გადაწყვეტილებას უკანგადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
ქართული ოცნება
ქართული ოცნების დეპუტატის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, გამოხატვის თავისუფლება აბსოლუტური უფლება არ არის.
"არ შეიძლება შენ ვიღაც არ მოგწონდეს, მიგაჩნდეს, რომ კომერციულად მომგებიანია მისი დამამცირებელი ფორმით გამოხატვა, ამის უფლება არავისაქვს. მე რომ ავდგე და იმ კომერციული სტრუქტურის დირექტორის დედა დავახატო, მოეწონება ასეთი რაღაც? არ ჩათვლის რომ ეს ცუდია? ზღვარი სად არის? თუ წმინდანია, თუ ჩემთვის ღირებულია ან მიყვარს არ მინდა შემაწუხებელი ფორმით სადღახ იყოს გამოხატული", - განუცხადა On.ge-ს გედევან ფოფხაძემ.
მისი თქმით, არსად წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვის გრძნობებს უნდა შეურაცხყოფდეს.
"მაშინ დედა ვაგინოთ ერთმანეთს და ვუწოდოთ ამას გამოხატვის თავისუფლება. ხო არ შეიძლება ასე?" - გედი ფოფხაძე.
ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს წევრის, გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასამართლომ საზიანო გადაწყვეტილება მიიღო და გამოხატვის თავისუფლების აშკარა შეზღუდვას მხარი დაუჭირა.
"გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკასთან აშკარა წინააღმდეგობაშია, ასევე ჩვენს საკონსტიტუციო სასამართლოს ძალიან კარგად აქვს განმარტებული გამოხატვის თავისუფლების მუხლი. ზოგადად, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეხმაურება იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში გვაქვს", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია პარლამენტში იმ კანონპროექტების ინიცირების მცდელობაა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებაში უხეშ ჩარევას გულისხმობს.
გიორგი ტუღუშმა On.ge-ს უთხრა, რომ დაინტერესებულია, არის თუ არა საქმის კურსში თბილისის მერი, იმის შესახებ რასაც ზედამხედველობის სამსახურის იურიდიული განყოფილება აკეთებს.
"აქ ყველაზე ტრაგიკული არის ის, რომ ზედამხედველობის სამსახურის უმეცრებას სასამართლომ მხარი დაუჭირა. იმედი მაქვს, სააპელაციო სასამართლო მიხვდება, რასთან გვაქვს საქმე და შეეცდება, ეს მძიმე შეცდომა გამოასწოროს", - განაცხადა გიორგი ტუღუშმა.
ის ფიქრობს, რომ ეს საკითხი უნდა განიხილოს როგორც საკონსტიტუციო სასამართლომ, ასევე თუ საჭიროება იქნება, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც.
პარტიოტთა ალიანსი
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს, ადა მარშანიას მიაჩნია, რომ სასამართლო, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.
"მე მიმაჩნია, რომ სასამართლომ ძალიან რბილი განაჩენი გამოიტანა. იმედია, გაასაჩივრებენ. საქმე ეხება რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას. ჩვენი სახელოვანი მეფე თამარი ამავდროულად წმინდანადაც არის შერაცხული.აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რბილი განაჩენია", - განაცხადა ადა მარშანიამ.
On.ge-ს კითხვაზე, არის თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, ადა მარშანია პასუხობს: "გამოხატვის თავისუფლება შეურაცხყოფას არ ნიშნავს. ჩვენ ეს ხშირად გვეშლება. გამოხატვის თავისუფლება ერთია და შეურაცხყოფაა მეორე, სხვადასხვა ცნებებია".
რესპუბლიკური პარტია
რესპუბლიკური პარტიის პოლიტსაბჭოს მდივანი, თამარ კორძაია აიისას შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.
"ერთი ნაბიჯი რელიგიური შეუწყნარებლობის დაწყებამდე. ასეთი გადაწყვეტილება საზოგადოებაში დაპირისპირებას გააღვივებს და ამაზე პასუხისმგებელი პერსონალურად ის მოსამართლე იქნება, რომელმაც ხელი მოაწერა. ეს არის თითოეული ჩვენგანისა და მომავალი თაობების მიმართ უპასუხისმგებლობა. შევარდნაძის სასამართლოსაც არ მიუღია მსგავსი გადაწყვეტილება", - ამბობს კორძაია.
მისი თქმით, როცა საჩივრის ავტორები ვერ ასაბუთებენ, რატომ შეილახა მათი რელიგიური გრძნობები, ესაა აბსურდული რელიგიური მორალი.
"ეს არის ბოროტება, ძალადობა საზოგადოებაზე რელიგიური მორალის სახელით", - ამბობს კორძაია.
On.ge ნაციონალური მოძრაობისგანაც შეეცადა პოზიციის მოსმენას, თუმცა ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები