მსოფლიო ბესტსელერის "გიკი გოგოს" ავტორი თბილისში ჩამოდის
31 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს მსოფილოს ბესტსელერის სერია "გიკი გოგოს" ავტორი, ჰოლი სმეილი, საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა. (სიტყვა "გიკი" ნიშნავს მოზარდს, რომელიც სწავლობს, კითხულობს და ძალიან ბევრი იცის)
ჰოლი სმეილი პროფესიით ლიტერატურათმცოდნე ბრიტანელი მწერალია. მისი სამაგისტრო ნაშრომი შექსპირის კვლევას უკავშირდება. 2013 წელს მისი პირველი წიგნი "გიკი გოგო" გამოქვეყნდა, რომელიც მალევე დიდი ბრიტანეთის გაყიდვების სათავეში მოექცა, შემდეგ კი მსოფლიო ბესტსელერი გახდა. დღეს უკვე "გიკი გოგოს" სერიის 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
ავტორს მიღებული აქვს რამდენიმე ლიტერატურული ჯილდო, მათ შორის ის Waterstones Children's Book Prize-ისა და Leeds Book Award-ის ჯილდოების მფლობელია. "გიკი გოგოს" სერიამ თინეიჯერთა უზარმაზარი სიმპათია დაიმსახურა. მათივე მოთხოვნით ტრილოგიის ნაცვლად ავტორმა 6 წიგნი გამოსცა.
ჰოლი სმეილი საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება. გულშემატკივართან შეხვედრის პარალელურად ბრიტანელი მწერალი დაათვალიერებს თბილისის ღირსშესანიშნაობებს და გაეცნობა ქართულ კულტურასაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტორი ახალ ნაწარმოებს წერს. რომელზეც საქართველოში ყოფნის პარალელურადაც იმუშავებს.
მსოფლიო ბესტსელერი წიგნების სერია "გიკი გოგო" წარმოადგენს ექვსტომეულს, რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორც არის ბულინგი სკოლაში, საკუთარი თავის პოვნა და დამკვიდრება საზოგადოებაში. The Guardian-მა "გიკი გოგო" შეაფასა როგორც შესავალი ფემინიზმის თეორიაში. ჰოლი სმეილი აქტიური ფემინისტია. საკუთარ გამოსვლებში ის ხშირად საუბრობს ქალთა უფლებების მნიშვნელობაზე.
ჰოლი სმეილს მწერლობამდე აქტიური სამოდელო კარიერა ჰქონდა. ასევე მუშაობდა ინგლისურის მასწავლებლად იაპონიაში. დაინტერესებულია უცხო ქვეყნების კულტურის შესწავლით. ის ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდა იაპონიაში, სადაც ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. მან შეისწავლა ნეპალის, იამაიკის, ავსტრალიის, ინდონეზიისა და ინდოეთის კულტურა.
წიგნი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს საქართველოშიც. მისი 4 წიგნი უკვე თარგმნილი და გამოცემულია თინეიჯერული ლიტერატურის სერია "ლიბერთინსის" კოლექციაში. თითოეული ტომის გამოცემას წიგნის მაღაზიასთან თინეიჯერთა უზარმაზარი რიგიც მოჰყვა. ყოველივე ეს გაყიდვების რაოდენობაზეც აისახა.
ჰოლი სმეილი საქართველოში გამომცემლობა პალიტრა L-ს მოწვევითა და წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩამოდის.
ავტორთან შეხვედრები 31 მაისს, 14:00 სთ-ზე თბილისის წიგნის ფესტივალზე, ხოლო 1 ივნისს, 19:00 სთ-ზე, ბიბლუსი გალერეაში გაიმართება. სწორედ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე შედგება "გიკი გოგოს" მე-5 ნაწილის, "თავდაყირას" პრეზენტაცია. მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შეხვდნენ საყვარელი წიგნის ავტორს, დაუსვან მას კითხვები და ავტოგრაფებიც მიიღონ მისგან.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები