საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია "ვირუსულ შეტევას" და "ტროლინგს" უწოდებს ფეისბუქმომხმარებლების Haha ემოციებს, იმ განცხადებაზე, რომლითაც პრემიერმა არასამთავრობოები გააკრიტიკა. მთავრობის პრესსამსახურმა On.ge-ს წერილობითი პასუხი მიაწოდა.

უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პოსტზე რეაქციების მატებასთან ერთად გაჩნდა არაეთიკური კომენტარები, რომელიც გვერდის ადმინისტრატორმა წაშალა.

უწყებაში პრემიერის განცხადებაზე "ფეისბუქბოტების" მიერ დაწერილ Like-ებსაც გამოეხმაურნენ და Like-პროცესის დისკრედიტირება უწოდეს.

"ყველასთვის ცნობილია, რომ "ლაიქების" ყიდვის პროცესი, მით უმეტეს არაქართული წარმოშობის პროფილების ჩართულობით, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩებოდა შეუმჩნეველი მომხმარებელთა მხრიდან. შესაბამისად, ნათელია, რომ ეს ქმედება განხორციელებულია კონკრეტულად იმ ჯგუფის მიერ, ვის ინტერესშიც შედიოდა პრემიერ-მინისტრის ფეისბუქგვერდის ადმინისტრაციის დისკრედიტირება", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

ამ დროის [17:00] მონაცემებით, პრემიერის ამ განცხადებას 4 900-ზე მეტი Haha და 1 300-ზე მეტი Like აქვს.

ამავე თემაზე: