"უცხო ქვეყნის აგენტის წესები დაარღვია": რუსეთში რადიო თავისუფლება დააჯარიმეს
მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ რადიო თავისუფლების რუსული ბიურო უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის დარღვევისთვის 100 ათასი რუბლით (1,5 ათასი აშშ დოლარი) დააჯარიმა, წერს BBC-ის რუსული ბიურო. ეს პირველი ჯარიმაა მედიისთვის, რომელიც რუსეთში უცხო ქვეყნის აგენტად არის მიჩნეული.
გამოცემის ინფორმაციით, ჯარიმა რუსეთის იუსტიციის სამინისტროს სარჩელის საფუძველზე დაეკისრათ. როგორც სარჩელშია ნათქვამი, რადიო თავისუფლებამ ვადებში არ წარადგინა საფინანსო ინფორმაცია, რაც უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის მქონე ორგანიზაციისთვის სავალდებულოა.
სასამართლოში რადიოსადგურის იურისტმა განაცხადა, რომ კომპანია დოკუმენტაციას ვადებში მიწოდებას ვერ მოახერხებდა, რადგან სამინისტრომ არ განმარტა დოკუმენტაციის შევსების თანმიმდევრობა. მისივე თქმით, დოკუმენტაციის ჩაბარების ვადა უკვე გასული იყო, როცა უცხო ქვეყნის აგენტი მედიისთვის ანგარიშვალდებულების პრაქტიკა ძალაში შევიდა.
რადიო თავისუფლების კორპორაციის დირექტორმა, ტომას კენტმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის აგენტის შესახებ კანონის მედიის წინააღმდეგ გამოყენება მედიისთვისა და მისი წარმომადგენლებისთვის დიდი საფრთხეა. კენტს მიაჩნია, რომ ამით რუსეთის ხელისუფლებას სურს ხელი შეუშალოს მედიაკორპორაციის მუშაობას და თანამშრომლების მიმართ უნდობლობა გააჩინოს.
კანონი უცხო აგენტის შესახებ
რუსეთში 2017 წლის შემოდგომაზე მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც რუსეთში მომუშავე უცხო ქვეყნის მედიას უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსი ენიჭებოდა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც Russia Today-ს აშშ-ში მოსთხოვეს უცხო ქვეყნის აგენტად დარეგისტრირებულიყო. რუსეთის ხელისუფლებამ მსგავსი მოთხოვნა არხზე ზეწოლად მიიჩნია.
რუსეთის კანონის ქვეშ ხვდება როგორც საზღვარგარეთ რეგისტრირებული მედია, ისე რუსეთში რეგისტრირებული, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. დეკემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ უცხო ქვეყნის აგენტების სიაში შეიყვანა: ამერიკის ხმა, რადიო თავისუფლება, ტელეარხი Настоящее время და რადიო თავისუფლების რამდენიმე ბიურო.
მედიაზე ისეთივე შეზღუდვები ვრცელდება, როგორც უცხო ქვეყნის აგენტ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პუბლიკაციებში მათ უნდა მიუთითონ, რომ უცხო ქვეყნის აგენტები არიან. კვარტალურად კი დაფინანსების შესახებ დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ.
აქამდე უცხო ქვეყნის აგენტის სტატუსის დარღვევისთვის არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ დაუჯარიმებიათ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები