დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა ფინანსურ თაღლითობაში დანაშაული აღიარა
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა სასამართლოში ფინანსური თაღლითობა აღიარა. მანამდე, კოენმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ჩაბარდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რის შემდეგაც მან ნიუ-იორკის სასამართლოში რამდენიმე ბრალდების რვა ეპიზოდი აღიარა. ერთ-ერთი ეპიზოდი, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებას ეხება.
როგორც BBC წერს, კოენმა აღიარა, რომ თავისი კლიენტის, დონალ ტრამპის მითითებით ორ ქალს, რომლებთანაც წლების წინ სექსუალური კავშირი ჰქონდა, დუმილისთვის ფული გადაუხადა. ამის შესახებ ტვიტერზე ბრალდებულის ადვოკატმა, ლენი დევისმა დაწერა:
"დღეს კოენი ადგა და ფიცის ქვეშ დაადასტურა, რომ დონალდ ტრამპმა მას დანაშაული ჩაადენინა და არჩევნებზე გავლენის მიზნით ორ ქალს ფული გადაუხადა. თუ ეს მაიკლ კოენისთვის იყო დანაშაული, რატომ არ შეიძლება, რომ ეს იყოს დანაშაული დონალდ ტრამპისთვისაც?".
კოენმა აღიარა, რომ "ფედერალურ პოსტზე კანდიდატის" მითითებით მალავდა ინფორმაციას, რომელიც მის კლიენტს ზიანს მიაყენებდა. სასამართლოზე კოენმა ტრამპის გვარი არ ახსენა, მაგრამ როგორც CNN წერს, სასამართლოს დოკუმენტებში ის აღნიშნულია, როგორც "მოქალაქე ნომერი ".
Associated Press-ის ინფორმაციით, კოენის საქმეზე განაჩენი 12 დეკემბერს გამოცხადდება. იმის გამო, რომ კოენმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, მას ოთხიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, მაიკლ კოენმა პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს დუმილისთვის $130 ათასი გადაუხადა. ასევე, Playboy-ის ყოფილი მოდელისთვის, კარენ მაკდუგალისთვის ფულის გადასახდელად $150 ათასი გადარიცხა.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ამ ქალებმა 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ მოჰყვებოდნენ. სასამართლო დოკუმენტებში არც ერთი ქალის გვარი ნახსენები არაა.
კოენის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმე 2018 წლის გაზაფხულზე აღიძრა. ივნისში ცნობილი გახდა, რომ ის ტრამპის ადვოკატი აღარაა.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები