კევინ სპეისის საქმეში კიდევ ერთი ბრალდება გამოჩნდა. მსახიობს ამჯერად თავისი მასაჟისტი უჩივის და ამბობს, რომ მან სასამართლოს უკვე მიმართა.

როგორც ბრალდებიდან ირკვევა, შემთხვევა 2016 წელს მოხდა, როდესაც მასაჟისტი სპეისის მალიბუს ვილას სტუმრობდა და მას მკურნალობის სპეციალურ კურსს უტარებდა.

ბრალმდებელი (რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება) ამბობს, რომ პროცედურის დროს მსახიობმა მას გენეტალიებზე ხელის მოკიდება აიძულა, შემდეგ კი მასთან ფიზიკური კონტაქტის დამყარება სცადა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს კევინ სპეისი ენტონი რაპმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სკანდალის შემდეგ ის გაათავისუფლეს Netflix-ის სერიალიდან House of Cards, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა. ამავდროულად საერთაშორისო სატელევიზიო აკადემიამ გააუქმა დაგეგმილი ღონისძიება, რომელზეც კევინ სპეისის საპატიო ემის გადასცემდნენ.

ამერიკის ყველაზე გავლენიანმა სააგენტომ, CAA კევინ სპეისის კონტრაქტი შეუწყვიტა. მსახიობთან თანამშრომლობაზე უარი თქვა მისმა აგენტმაც. კევინ სპეისი მოხსნეს ონლაინ სასწავლო პროგრამების კურსიდან, MasterClass, სადაც მსახიობი სტუდენტებს ლექციებს უკითხავდა.