ნიკოლ კიდმანისა და მისი შვილების, იზაბელას და კონორის ურთიერთობა ხშირად ექცევა მედიის ყურადღების ქვეშ. მსახიობს წლებია მათთან ურთიერთობა არ ჰქონია, ამის მიზეზი კი რელიგია გახდა.

კიდმანის ყოფილი ქმარი ტომ კრუზი და შვილები საიენტოლოგები არიან, ნიკოლი - არა.

საიენტოლოგია არის რელიგია, რომლიც მთავარი მიზანიც ადამიანური შესაძლებლობების სრულყოფა და სულიერად ამაღლებაა. თუმცა ამავე რელიგიის ერთ-ერთი "ოქროს წესია", რომ მის მიმდევრებს არ უნდა ჰქონდეთ ემოციური კავშირი იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ მრწამსს არ აღიარებენ.

ამ "ოქროს წესის" დამსახურებაა, რომ შვილებმა ნიკოლზე უარი თქვეს.

მაგალითად, ცნობილი ამბავია, რომ 2006 წელს ტომ კრუზისა და ქეითი ჰოლმსის ქორწილში, კრუზის მეგობარმა კონორს ჰკითხა, თუ როდის ნახა დედა ბოლოს, პასუხად კი მიიღო, რომ ნიკოლი საიენტოლოგი არ არის და შესაბამისად არ სურს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ კიდმანი მათი დედაა.

კიდმანი ამ თემაზე არასდროს საუბრობდა, თუმცა 2017 წელს როდესაც ოსკარზე, ფილმ Lion-ში შესრულებული როლით იყო ნომინირებული, ერთ-ერთ ინტერვიუში კი თქვა:

"ეს როლი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ, რომ მეც ვარ დედა, რომელმაც ორი ბავშვი აიყვანა. მინდოდა ამ როლით მათთვის მეთქვა, რომ ცხოვრება ხანგრძლივი მოგზაურობაა, ბევრი დაცემითა და აღზევებით და რაც არ უნდა მოხდეს, მსურს იცოდნენ, რომ მე ისინი მიყვარს, მხარში ვუდგავარ და ყოველთვის მხარს ვუჭერ".

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კი ოსკაროსანმა მსახიობმა ამ თემაზეც კიდევ ერთხელ ისაუბრა და თქვა, რომ იზაბელა და კონორი სრულწლოვანები არიან, შესაბამისად, გადაწყვეტილებების მიღება თავად შეუძლიათ.

"ეს ძალიან პირადი ამბავია ჩემთვის. მსურს ჩვენი ურთიერთობა დავიცვა. 150 პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ მზად ვარ ჩემი ცხოვრება დავთმო საკუთარი შვილებისთვის. ისინი ზრდასრულები არიან, შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები და ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, მათ საიონტოლოგია აირჩიეს. მნიშვნელობა არ აქვს, რას აკეთებენ შენი შვილები, მათ სიყვარული სჭირდებათ, მეც გაშლილი ხელებით ველოდები. ჩვენი, როგორც მშობლების მოწოდებაა, გავცეთ უპირობო სიყვარული", - თქვა ნიკოლმა.