რენტგენის ფირფიტაზე ძველი სიმღერა აღმოაჩინეს, რომელშიც კინტო გეი სიყვარულს უმღერის

ფოტო: ლაშა გაბუნია / YouTube / ლადო გუდიაშვილი
მუსიკის ჟურნალისტმა ლაშა გაბუნიამ რენტგენის ფირფიტაზე ჩაწერილი კინტოს სიმღერა იპოვა, რომელიც ქართველი მსმენელისთვის ამ დრომდე უცნობი იყო. ამის შესახებ ინფორმაცია popmusic-მა გაავრცელა.
"რენტგენის ფირფიტები სსრკ-ში არსებობდა 1940-1960-იან წლებში, მაგნიტოფონების მასობრივად შემოსვლამდე. მათზე სიმღერები კუსტარულად იწერებოდა 78 ბრ/წთ-ში სიჩქარით", — ვკითხულობთ ლაშას მიერ იუთუბზე გამოქვეყნებული ვიდეოს აღწერაში.
დიდი შანსია, რომ სიმღერა ფარულად ჩაეწერათ, იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალური კავშირები აკრძალული იყო. სსრკ-ში ისჯებოდა ცეკვა კინტაურიც (ე.წ. შალახო).
"მუჰამედ და აბდულიც
სიყვარულს მეფიცება,
ორივეს შეყვარება
აბა, როგორ იქნება.
ერთმა შარფი დამპირდა,
სიყვარულისთვის,
მეორე კი თავს იკლავს,
ჩემი გულისთვის", — მღერის კინტო.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები