აშშ-ს პრეზიდენტის ყოფილ იურისტს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილ იურისტს, მაიკლ კოენს საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვისა და ფინანსური თაღლითობისთვის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, კოენმა საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი თანხებიდან ორ ქალს დუმილისთვის ფული გადაუხადა. ქალები ამბობდნენ, რომ წლების წინ დონალდ ტრამპთან სექსუალური ურთიერთობები ჰქონდათ.
ბრალდების მხარე კოენისთვის პატიმრობას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე პატიმრობიდან გათავისუფლებას, ამას კი იმით ასაბუთებდა, რომ კოენმა დანაშაული აღიარა და რობერტ მიულერის გამოძიებასთან თანამშრომლობდა.
მიმდინარე წლის აგვისტოში მაიკლ კოენმა სასამართლოში ფინანსური თაღლითობა აღიარა. მანამდე, კოენმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა, ჩაბარდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რის შემდეგაც მან ნიუ-იორკის სასამართლოში რამდენიმე ბრალდების რვა ეპიზოდი აღიარა. ერთ-ერთი ეპიზოდი, პოლიტიკური კამპანიის დაფინანსებას ეხებოდა.
კოენმა აღიარა, რომ პორნოვარსკვლავ სტორმი დენიელს დუმილისთვის $130 ათასი გადაუხადა. მეორე ქალისთვის, Playboy-ს მოდელ კარენ მაგდუგალისთვის იურისტს დუმილისთვის თავისი ფირმის გავლით $120 უნდა გადაეხადა. ეს შეთანხმება საბოლოოდ არ შესრულდა.
იქიდან გამომდინარე, რომ ქალებს თავისი ინფორმაციით შეეძლოთ, გავლენა მოეხდინათ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პროკურატურამ გარიგება ფინანსურ თაღლითობად მიიჩნია. გარდა ამისა, კოენი ამტკიცებს, რომ გარიგებების ინიციატორი თვითონ ტრამპი იყო, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, პრეზიდენტს კანონი ჰქონდეს დარღვეული.
როგორც პორნოვარსკვლავმა და მოდელმა ტრამპთან კავშირის შესახებ 2016 წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს განაცხადეს. როგორც ამერიკული მედია წერს, ორივე ქალს ტრამპთან ურთიერთობა 2006 წელს ჰქონდა, როდესაც ის მელანია ტრამპზე დაქორწინებული იყო.
მაიკლ კოენის თაღლითობის საქმე აღმოაჩინა სპეცპროკურორმა რობერ მიულერმა, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებს.
კიდევ ერთი ეპიზოდი, რომლითაც კოენი გაამტყუნეს, ეხება კონგრესისთვის მის ცრუ ჩვენებას. 2017 წლის ნოემბერში კოენმა სენატში დაფარა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვში ტრამპ-თაუერის მშენებლობა და რუსეთში პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის ვიზიტი იგეგმებოდა. ვერც ტრამპ-თაუერის მშენებლობა და ვერც მოსკოვში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ვერ შედგა.
მაიკლ კოენი აშშ-ს პრეზიდენტის ახლო გარემოცვის პირველი წევრია, რომელიც მიულერის გამოძიების ფარგლებში ციხეში მოხვდა. კოენი ტრამპის ადვოკატად 12 წელი იმუშავა. თვითონ პრეზიდენტი კოენის ბრალდებებს უარყოფს.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები