ქალები ირანში — რევოლუციამდე და რევოლუციის შემდეგ

ირანის 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ გარდამტეხი და ძირეული ცვლილებები მოიტანა, განსაკუთრებით ქალებისთვის. მაშინ, როცა 1930-იან წლებში შაჰმა სახის დაფარვა აკრძალა, წლების შემდეგ განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ქალების ჩაცმულობა იქცა. რევოლუციამ ქალებისთვის ახალი დრესკოდი დააწესა და ჰიჯაბის ტარება მოითხოვა.
რევოლუციამდე
1977 წელს თეირანის უნივერსიტეტში ბევრი ქალი სწავლობდა. იმ პერიოდისთვის ქალების დიდ ნაწილს უმაღლესი განათლება უკვე მიღებული ჰქონდათ, რადგან მაშინდელმა ხელისუფლებამ შეძლო დაერწმუნებინა კონსერვატორული ოჯახები, რომ შვილები სასწავლებლად გაეშვათ.
რევოლუციამდე ბევრი ქალი დასავლური სტილის სამოსს იცვამდა, მათ შორის ტანზე მომდგარ შარვლებს, მოკლე კაბებსა და ტოპებს.
პიკნიკების ტრადიცია რევოლუციის შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა ახლა ქალები და კაცები, რომლებიც ერთად სხედან, უფრო მეტად თავშეკავებულები არიან.
რევოლუციის შემდეგ სილამაზის სალონები აგრძელებდნენ მუშაობას, თუმცა მსგავს სცენას ვერც ერთ სალონში ვეღარ ნახავთ.
სპარსეთის მონარქიის 2 500 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ქალები ირანის შაჰ მუჰამედ რეზა ფაჰლავთან მისვლას ცდილობენ. ამ პერიოდში შაჰის პოპულარობა უკვე ნელ-ნელა იკლებდა.
ირანელი ქალის ჩაცმულობა 1976 წლის თეირანში.
ახალგაზრდა ქალი ირანის შაჰის საწინააღმდეგო აქციაზე.
რევოლუციის შემდეგ
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აიათოლა რუჰოლა ხომეინიმ დაადგინა, რომ ეროვნებისა და სარწმუნოების მიუხედავად ყველა ქალმა თავსაბურავი უნდა ატაროს. 1979 წლის 8 მარტს ქალები ახალ კანონს აპროტესტებენ.
1979 წელს რევოლუციურად განწყობილმა სტუდენტებმა აშშ-ს საელჩოში მძევლები აიყვანეს მაშინ, როდესაც საელჩოს შენობის გარეთ ანტიამერიკული საპროტესტო აქცია ტარდებოდა.
1980 წელი, ოჯახი პარასკევს სალოცავად მიდის.
2005 წელი, ქალების ნაწილი დღეს უარს ამბობს ერთიანი შავი სამოსი ჩაიცვას, რომელიც სხეულს მთლიანად დაფარავს.
ირანელ ქალებს საზოგადოებრივ ადგილებში კაცებთან ერთად საცურაო კოსტუმში ბანაობა აკრძალული აქვთ.
მიუხედავად იმისა, რომ ქალებისთვის კაცების ფეხბურთის ყურება ოფიციალურად არ აუკრძალავთ, მათ სტადიონზე შესვლაზე უარს ეუბნებიან. ვინც სცადა შესვლა, დააკავეს.
ირენ ზაზიანი ირანის რევოლუციამდე ცნობილი მსახიობი იყო. ხელში თავისი ძველი ფოტო უჭირავს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები