ვაშინგტონი მალერის გამოძიების დასკვნის მოლოდინში
არაოფიციალური ინფორმაციით, მალერის გამოძიება დასრულებულია და ანგარიში შეიძლება დღე-დღეზე გამოქვეყნდეს. სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი იძიებს რუსეთის ჩარევას ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ტრამპის კამპანიის შესაძლო გარიგებას კრემლთან და პრეზიდენტ ტრამპის მიერ მართლმსაჯულების აღსრულებისთვის შესაძლო ხელის შეშლის საქმეს. ამერიკული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლები უკვე საბუთებს ალაგებენ და შინ ბრუნდებიან.
ე.წ. რუსეთის გამოძიებამ ბრალი ბევრ ადამიანს წაუყენა, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის ვიწრო წრის რამდენიმე წარმომადგენელს. თუ დამტკიცდა, რომ ტრამპის კამპანიის წევრები რუსეთთან გარიგებას მართლაც ცდილობდნენ, საინტერესოა, რამდენად იყო ჩართული ამ პროცესებში თავად პრეზიდენტი?
ბრალი უკვე წაუყენეს ტრამპთან დაახლოებულ 5 ადამიანს. ესენი არიან: მაიკლ ფლინი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში; პოლ მანაფორტი, საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი; მისი მოადგილე - რიკ გეიტსი; ჯორჯ პაპანდოპულოსი, ყოფილი მრჩეველი საგარეო საკითხებში და მაიკლ კოენი, ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი. გამოძიებამ დაკითხვაზე გამოიძახა ტრამპის დიდი ხნის თანამებრძოლი და მრჩეველი როჯერ სტოუნიც.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი კითხვაა: იქნება თუ არა საჯაროდ ხელმისაწვდომი "მალერის ანგარიში", ან მისი ნაწილი მაინც? გამოძიებამ მნიშვნელოვანი ჩრდილი მიაყენა ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ორ წელს, ამიტომ ყველას აინტერესებს, რამდენად სამართლიანი იყო წაყენებული ბრალდებები.
ტრამპთან დაახლოებული ადამიანების გარდა, მალერის რუსეთზე გამოძიებამ ბრალი 20-ზე მეტ რუსეთის აგენტს წაუყენა, თუმცა ამ ეტაპზე ზუსტად მაინც არ ჩანს, გაურიგდნენ თუ არა ისინი ტრამპის საარჩევნო კამპანიას. მართალია, საზოგადოების ინტერესი ამ საკითხების მიმართ ძალიან მაღალია, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მალერმა კანონის მიხედვით, გენერალურ პროკურორს "კონფიდენციალური ანგარიში" უნდა წარუდგინოს.
საბოლოო გადაწყვეტილებას სულ ახლახან დამტკიცებული უილიამ ბარი მიიღებს, შეერთებული შტატების გენერალური პროკურორი. მალერმა გამოძიების საბოლოო ანგარიში სწორედ მას უნდა წარუდგინოს. პროცედურის მიხედვით, მას შემდეგ, რაც უილიამ ბარი ანგარიშს გაეცნობა, ის გადაწყვეტს, შეატყობინოს თუ არა შედეგები კონგრესს. კანონში ანგარიშის გასაჯაროების მოთხოვნა ჩადებული არ არის.
სენატში დამტკიცების დროს, უილიამ ბარს კანონმდებლებმა კითხვა დაუსვეს ანგარიშის საჯაროდ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით. მომავალმა გენერალურმა პროკურორმა პირდაპირ პასუხს თავი აარიდა და თქვა, რომ ანგარიშის შესახებ უზრუნველყოფს "იმ დონის გამჭვირვალობას, რამდენსაც შეძლებს".
არც ის იცის არავინ, თუ რა მოცულობის ანგარიშზეა საუბარი. "ეს შეიძლება იყოს მოკლე შემაჯამებელი დასკვნები და შეიძლება იყოს მთელი წიგნი" - ამბობს ყოფილი ფედერალური პროკურორი რენდალ ელიასონი. ის ახლა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორია.
ამ ეტაპზე ორი მთავარი კითხვა ისევ უპასუხოდ რჩება. პირველი: იყო თუ არა კოორდინაცია ტრამპის კამპანიას და რუსეთის აგენტებს შორის, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით? და მეორე: თუკი მართლაც მოხდა ერთგვარი შეთქმულება, მონაწილეობდა თუ არა მასში თავად პრეზიდენტი ტრამპი? ჯერჯერობით არცერთ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი, ან დამამტკიცებელი საბუთი მალერის გამოძიებიდან არ იკვეთება და არც მის მიერ წაყენებულ ბრალდებებში ჩანს.
იმის მიუხედავად, თუ რა დასკვნას წარადგენს მალერი, რამდენიმე სასამართლო პროცესი ტრამპის წინააღმდეგ მაინც გაგრძელდება. ერთ-ერთი საქმე ნიუ-იორკის სამხრეთ უბანშია აღძრული, რომელიც პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ ფინანსურ ოპერაციებს იძიებს.
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები