ბოდიშს ვუხდი, რომ სიტყვა ვერ მივეცი, ეს ჩანაფიქრი არ მქონია — კაკულია ხაზარაძესა და ჯაფარიძეს მიმართავს
პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ სხდომაზე სიტყვის თქმის საშუალება არ მისცა. ამის შესახებ მან Palitra News-ის ეთერში ისაუბრა.
"ჩემი ჩანაფიქრი კი არ იყო მათთვის სიტყვის არმიცემა... მე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე პიროვნულად... უბრალოდ, ისეთი კაკაფონია იყო უკვე, რომ ის არ დაემსგავსებოდა არც მათი მხრიდან და არც არავის მხრიდან საგნობრივ საუბარს იმ თემებზე, რომელიც მათ სურდათ", — განაცხადა მან.
კაკულიას თქმით, მას ერჩივნა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ესაუბრათ და კითხვებზე პასუხები მიეღოთ. მანვე აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციამ ამ გადაწყვეტილების მიღების გზა ჩაუკეტა.
კაკულიამ აღნიშნა, რომ ეს პირველი სხდომა იყო მსგავს ფორმატში და მომზადებული ვერ შეხვდა. მისი თქმით, არ ელოდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მისვლას და სხდომაც სხვანაირად დაგეგმა.
დღეს, 25 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა ისე დასრულდა, რომ საკითხზე არ უმსჯელიათ. 57 წუთის განმავლობაში დეპუტატები ფორმატზე შესათანხმებლად კამათობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, რომან კაკულიამ სხდომა დაასრულა.
ფორმატზე დავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებას მოყვა. გვენეტაძის განმარტებით, რეგულატორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასება ღია სხდომაზე, რომელსაც ბანკის წარმომადგენლებიც ესწრებიან მართებული არ არის და ეს დააზარალებს ბანკის ინტერესებს. გვენეტაძის აზრს მხარს უჭერდნენ ქართული ოცნების დეპუტატები არჩილ თალაკვაძე, მამუკა მდინარაძე და დავით მათიკაშვილი. თალაკვაძემ ისიც აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი ეწინააღდეგება ბანკისა და რეგულატორის თანამშრომლობის პრინციპებს.
სხდომის დასრულების შემდეგ ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ ეთანხმება გვენეტაძის მოსაზრებას. მისი თქმით, რამე ზიანი თუ შეიძლებოდა მიყენებოდა თიბისი ბანკს უკვე მიადგა. მისივე განმარტებით, შეილახა ქვეყნის რეპუტაციაც. ხაზარაძემ განაცხადა ისიც, რომ მზად არიან კიდევ ერთხელ მივიდნენ პარლამენტში და ელოდებიან საკანონმდებლო ორგანოსგან მიწვევას.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები