YouTube Kids-ზე ამერიკელმა დედამ სუიციდის ინსტრუქციის ვიდეოები იპოვა
მშობლების უმრავლესობა თავს მშვიდად გრძნობს, როცა შვილს YouTube Kids-ს ურთავს. ვიდეო პლატფორმა იუთუბმა სწორედ ბავშვებისთვის შექმნა. მისი აპლიკაცია ხელმისაწვდომია სმარტფონებზეც.
თუმცა, ყურადღებიანმა დედებმა სოციალურ მედიაში ცოტა ხნის წინ ისეთი ვიდეოები აღმოაჩინეს, რომ პლატფორმის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
ფლორიდელი დედა ამბობს, რომ მან YouTube-სა და YouTube Kids-ზე კლიპები იპოვა, რომლებიც ბავშვებს თავის მოკვლის ინსტრუქციებს აძლევდა.
ფრი ჰესის სიტყვებით, პირველი ვიდეო მან ივლისში ნახა, როცა სხვა დედამ შეატყობინა სახიფათო კლიპების შესახებ. ერთ-ერთი მულტფილმის შუაში, სათვალიანი კაცი გამოდიოდა და ბავშვებს უხსნიდა, როგორ უნდა გადაეჭრათ ვენები.
ჰესი თავად პედიატრია. მან სხვადასხვა ჯგუფებში გაავრცელა ინფორმაცია სახიფათო ვიდეოს შესახებ. მისი თქმით, YouTube Kids-მა ვიდეო მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ წაშალა.
რას ყვება დედა
ჰესის თქმით, იგივე ვიდეო რამდენიმე თვის შემდეგ YouTube-ზე ნახა. მას შემდეგ, რაც ვიდეო სხვებმაც დაარეპორტეს, იუთუბმა ის რამდენიმე დღეში წაშალა. ჰესს მშობლებისთვის ბლოგი აქვს, სადაც ამ პრობლემის შესახებ წერს.
"საშინლად გაბრაზებული და იმედგაცრუებული ვრჩები. მე პედიატრი ვარ და უფრო და უფრო ბევრ ბავშვს ვხედავ, რომლებიც საკუთარ თავებს ზიანს აყენებენ. ეჭვიც არ მეპარება, რომ მათზე გავლენას სოციალური მედიაც ახდენს", - ამბობს ის CNN-თან.
თუმცა ეს ყველაფერი არაა. მან YouTube Kids-ზე სხვა ვიდეობის შემოწმებაც დაიწყო და რაც ნახა, იმან შოკში ჩააგდო. ჰესის თქმით, მან ნახა ვიდეოები, რომლებიც თვითმკვლელობის გარდა, სექსუალური ექპლუატაციის, ძალადობის, ტრეფიკინგის, იარაღის ძალადობისა და ოჯახური ძალადობის ნორმალიზებას ეწეოდა. ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც ცნობილი თამაშის Minecraft-ის შთაგონებით იყო გადაღებული, სკოლაში სროლასაც გამოხატავდა.
"იმდენი იყო, რომ მომიწია ჩაწერა შემეწყვიტა", - ამბობს ის.
ჰესს სურს, რომ YouTube უკეთ უმკლავდებოდეს იმ ვიდეოების მონიტორინგს, რომლებიც YouTube Kids-ზე ვრცელდება. მისი სიტყვებით, ესმის, რომ Google ბიზნესია და იგივე მიზნები არ აქვს, რაც მას, მაგრამ მოითხოვს, რომ ვიდეოს დარეპორტებისას სწრაფად გაუმკლავდეს პრობლემას.
ჰესის ბრალდებების საპასუხოდ, YouTube Kids აცხადებს, რომ მომხმარებლებისგან ფიდბექს სერიოზულად უდგება და დარეპორტებულ ვიდეოებს 24/7-ზე ამოწმებს:
"ჩვენ სისტემაში განახლებები მუდამ ხდება და ვაცნობიერებთ, რომ კიდევ უამრავი საქმე გვაქვს წინ".
YouTube Kids-ის თქმით, ამატებენ შესაძლებლობებს, რომლებიც მშობლებს შვილებისთვის არჩეული კონტენტის კონტროლში დაეხმარება.
რა უნდა ქნან მშობლებმა?
ჰესი ამბობს, რომ YouTube ბევრად უფრო სწრაფად რეაგირებს, როცა საკამათო ვიდეოს ბავშვების განყოფილებაში არეპორტებენ, ვიდრე, როცა ეს ჩვეულებრივ იუთუბზე ხდება.
თუმცა, ის მიიჩნევს, რომ როცა მომხმარებელი ვიდეოს არეპორტებს, მას უკვე ზიანი გამოწვეული აქვს:
"ვიდეოს დარეპორტება უკვე დაგვიანებულია, რადგან ბავშვს ის უკვე ნანახი აქვს". ჰესი მშობლებს მოუწოდებს, რომ მეტი ყურადღებით ამოწმონ, რას უყურებენ მათი შვილები YouTube-სა და YouTube Kids-ზე.
მისი თქმით, ტექნოლოგიებთან გამკლავება მშობლების ვალდებულებაა:
"არსებობს სხვაობა იმაში, თუ რა იცის ბავშვმა ტექნოლოგიაზე და რა იციან მისმა მშობლებმა, რადგან მშობლები ამ სამყაროში არ გაზრდილან. ბავშვები ციფრული სამყაროს ადგილობრივები არიან, მშობლები კი ემიგრანტები".
რაც უმთავრესია, ის ამბობს, რომ მშობლები პრობლემის გადასაჭრელად უნდა გაერთიანდნენ:
"სიტუაცია ჩვენ უნდა გამოვასწოროთ და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ".
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები