პენტაგონმა რუსეთის ე.წ. ტროლების ფაბრიკას ინტერნეტი გაუთიშა
აშშ-ს თავდაცვის უწყებამ, პენტაგონმა ისტორიაში პირველად კიბერთავდასხმა განახორციელა. თავდასხმის ობიექტი სანქტ-პეტერბურგის ტროლების ფაბრიკად ცნობილი, ინტერნეტის კვლევის სააგენტო გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ Washington Post ავრცელებს. პუბლიკაცია, რამდენიმე ამერიკელი მაღალჩინოსნის სიტყვებს ეფუძნება.
გამოცემის ინფორმაციით, ამერიკულმა მხარემ შეტევა 2018 წლის 6 ნოემბერს, აშშ-ს კონგრესის შუალედური არჩევნების დღეს განახორციელა. შეტევის შედეგად ტროლების ფაბრიკა სრულად გამოეთიშა ინტერნეტს. ოპერაციის მიზანი იყო, აშშ-ს არჩევნებში არ დაეშვათ რუსული ტროლების ჩარევა.
"ეს არის გაფრთხილება, რომ აშშ-ს საწინააღმდეგო ქმედებას თავისი ფასი აქვს", — წერია პუბლიკაციაში.
რუსული ტროლების ფაბრიკისთვის ინტერნეტის გათიშვა აშშ-ს კიბერუსაფრთხოების სამსახურის პირველ თავდასხმითი ოპერაცია იყო, ოპერაციაში მონაწილეობდა აშშ-ს ყველაზე დახურული სადაზვერვო უწყება ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოც.
ოპერაციას რუსეთისგან მომავალი საფრთხის გაუნებელყოფის სპეცჯგუფი ხელმძღვანელობდა. ეს ჯგუფი აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნით შეიქმნა. ჯგუფში კიბერუსაფრთხოების და ნაციონალური დაზვერვის მაღალჩინოსნები და ანალიტიკოსები შედიან. ოპერაციას ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს დირექტორი, გენერალი პოლ ნაკასონე კურირებდა.
თავდასხმა ტაქტიკური მნიშვნელობის იყო, ოპერაციის შემდეგ რუსული მხარისთვის გასაგები გახდა, რომ თამაშის წესები შეიცვალა.
2018 წლის აგვისტოში პოლ ნაკასონემ სენატის კიბერუსაფრთხოების უწყების ბიუჯეტის გაზრდის თხოვნით მიმართა. უწყების მთავარ გამოწვევა 2020 წლის ნოემბერში აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებია. ამჟამად, უწყებაში სულ 6 ათასი ადამიანი მუშაობს, ხოლო ბიუჯეტი $600 მილიონია.
2018 წლის თებერვალში აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის ბრალდებით რუსეთის 13 მოქალაქეს წარუდგინა ბრალი. მაშინ სპეც პროკურორ მალერის სიაში მოხვდა ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ვლადიმერ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ის არის ტროლების ფაბრიკის ხელმძღვანელი.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები