დემნა გვასალია: უშნო მოდის ნაწილი არ ვარ
ბალენსიაგას ახალ ჩვენებამდე, დემნა გვასალია თავის ინსპირაციასა და უშნო მოდაზე WWD-სთან ინტერვიუში საუბრობს.
გვასალია სხვისი საკუთრების მითვისების თემასაც შეეხო. დიზაინერი თავს ამ საკითხში მსხვერპლად მოიაზრებს:
"ეს უდიდესი სამყაროა და რეალურად არავინ იცის, რა საიდან მოდის. დემნა არაა ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი წამოიწყო".
გვასალიას თავისი ბრენდი აქვს — ვეტმო და ამავდროულად, ბალენსიაგას კრეატიული დირექტორია. მას შემდეგ, რაც მისი ნამუშევრები ხან Ikea-ს ჩანთასა და ხან მაკდონალდსის ფრის ყუთებს შეადარეს, საკამათო თემად იქცა, თუ რა იყო დიზაინერის შთაგონების წყარო.
გვასალიას აკრიტიკებენ მაღალი ფასისა და არც ისე ძვირფასი სამოსის გამოც.
"გვასალია სამუშაო კლასის სამოსს ქმნის და მდიდარ მომხმარებელზე ყიდის", - წერს Business of Fashion.
თავად დიზაინერს თუ მოვუსმენთ, ის აცნობიერებს მისი შემოქმედების მსგავსებას სხვა პოპულარულ ნივთებთან თუ მოვლენებთან, თუმცა ამბობს, ეს პრაქტიკა მისი დამკვიდრებული არაა.
"მე აღმოვაჩინე მარსელ დიუჩამპი და აღმოვაჩინე ჩემ თავში დიზაინერი, რადგან მისი სტილი მეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ ვმუშაობ თავად".
ის ასევე ხსნის წინა წლების უნიფორმებისა და სამოსების მსგავსებას მის უახლეს მოდასთან:
"მე მსურს რომ წარსული მოდა გასაგები და თანამედროვე გავხადო ჩემი თაობისთვის და იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც ვესაუბრები. რადგან ჩვენ ერთი ღირებულებით გავიზარდეთ, ერთი ინტერესებით. მე მათ ინტერნეტის პირველ თაობას ვუწოდებ".
გვასალია ამბობს, რომ მის შემოქმედებასაც იპარავენ, თუმცა არ ეთანხმება მისი ფეხსაცმლისთვის შერქმეულ "უშნოს" იარლიყს:
"ეს აბსოლუტურად პროპორციური სავარჯიშო ფეხსაცმელია და არანაირად არ ჯდება უშნო და ლამაზი დიზაინის ჩარჩოში. მე არ ვარ უშნო მოდის ნაწილი. სიმართლე რომ გითხრათ, უშნო რამეები არც არასდროს მხიბლავდა".
ის ასევე ხსნის, რატო ქმნის დიდი ზომის ფეხსაცმელებს:
"ვიზუალურად პატარა ზომის ტერფი არ მომწონს. ამას გარდა, უამრავ კაცს არ მოსწონს, როცა პატარა ტერფი აქვს. დიდი ზომის ფეხსაცმელი უფრო სტაბილური და მასკულინურია. ასევე მჯერა, რომ როცა ახალ სილუეტს ქმნი, პროდუქტი წარმატებული ხდება".
ესპანეთში დაარსებული მოდის სახლის ახალი ჩვენება სამ მარტს, პარიზში გაიმართება.
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
კომენტარები