სიახლე არ მაქვს, იუსტიციის სამინისტროს წინ ვიწყებ შიმშილობას — თამაზ ახობაძე
დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლის, თამაზ ახობაძის თქმით, იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამ მიზეზით მან შიმშილობა დაიწყო.
"სიახლე არ მაქვს. იუსტიციის სამინისტროს პოზიცია უცვლელია — თანახმა არიან მომცენ აღდგენის თარიღით კომპენსაცია, თუ უარს ვიტყვი აღდგენაზე. ვარ იუსტიციის სამინისტროს წინ. ვიწყებ შიმშილობას", — წერს ახობაძე Facebook-ზე.
On.ge-სთან საუბარში ის აცხადებს, რომ სამინისტროს წინ ღამეს გაათენებს და მისი პროტესტი გაგრძელდება. ახობაძისა და მინისტრის მოადგილის, მიხეილ სარჯველაძის შეხვედრა დღეს, 19 საათზე დაიწყო. იგი სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას ითხოვს, თუ რას აპირებენ მის საქმესთან დაკავშირებით. ახობაძემ თქვა, რომ იგივე მოთხოვნები დააყენა, რაც აქამდე ჰქონდა, აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილება, აღადგინონ თანამდებობაზე, ან ტოლფას თანამდებობაზე, გადაუხადონ კომპენსაცია და მოუხადონ ბოდიში. მისი თქმით, სამინისტრომ "არგუმენტირებული უარი" უთხრა ამ მოთხოვნებზე.
"ჩემს ჯანმრთელობაზე სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ, უკანონო გადაწყვეტილების მიმღებ პირებს: თეა წულუკიანს, იმჟამინდელ დირექტორს ჯონი კვინიკაძეს, მიხეილ სარჯველაძეს, თათია ხოჭოლავას, იოსებ ბაღათურიას, უმრავლესობის ყველა დეპუტატს, ჩემს ყოფილ თანამშრომლებს, რომლებმაც ზუსტად იციან ამ საქმის დეტალები და მიუხედავად ამისა ამჯობინებენ კომფორტულად ისხდნენ სამსახურში. ამ დრომდე ამაოდ ველი სახალხო დამცველის რაიმენაირ რეაქციას ამ საკითხზე. ველი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების უფრო მკაცრ შეფასებებს", — წერს თამაზ ახობაძე ფეისბუკის გვერდზე
ახობაძის საქმე
2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ისინი გათავისუფლებას მინისტრის, თეა წულუკიანის პირად გადაწყვეტილებას უკავშირებდნენ, რადგან მათ ფეისბუკზე გააპროტესტეს დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება. სუბელიანმა და ახობაძემ სსიპ-ს, დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სააპელაციო სასამართლოში დავა 2017 წლის 9 მარტს მოუგეს.
დანაშაულის პრევენციის ცენტრმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა უზენაეს სასამართლოში, თუმცა, უმაღლესმა ინსტანციამ 2017 წლის 18 სექტემბერს დაუშვებლად სცნო საკასაციო საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც უწყებას მათი სამსახურში აღდგენა და თითქმის 4-წლიანი იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაეკისრა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც ახობაძის თანამდებობაზე აღდგენას შეეხებოდა მის სამუშაო ადგილზე დანიშნულმა პირმა გაასაჩივრა და სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა კიდეც.
23 ივლისს ცნობილი გახდა, რომ უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა თამაზ ახობაძის საჩივარი და მიიჩნია, რომ მისი თანამდებობაზე აღდგენის განმხილველ საქმეებში მის ყოფილ სამუშაო ადგილზე დასაქმებული პირი არ უნდა ყოფილიყო ჩართული.
-
გადახედვაპროკურორის თქმით, ჯებირების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა პროკურორის თქმით, ჯებირების საქმეზე დაკავებულების ადვოკატებმა პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მოლაპარაკების დაწყების სურვილი გამოთქვა
-
გადახედვაჯებირების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ ჯებირების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების ადვოკატები საქმეზე მუხლის კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვენ
-
გადახედვა"დაცენზურებულია" — გორის ხელოვნების სახლის ახალი ინსტალაცია "დაცენზურებულია" — გორის ხელოვნების სახლის ახალი ინსტალაცია
-
გადახედვამარკო მიჰკელსონი: ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მარკო მიჰკელსონი: ქართველმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს თავისი ევროპული მომავალი ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით
-
გადახედვამჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ადარებენ თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებთან — ლანდსბერგისი პაპუაშვილს პასუხობს მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ, როდესაც ადარებენ თავიანთ ოპონენტებს ლიეტუველებთან — ლანდსბერგისი პაპუაშვილს პასუხობს
-
გადახედვააბუ-დაბიში "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ აბუ-დაბიში "ქართული ოცნების" დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
-
გადახედვამამუკა ხაზარაძე: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს მამუკა ხაზარაძე: არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ რუსმა ოლიგარქმა წაგვართვას ის, რაც გვეკუთვნის ხალხს
-
გადახედვანუცა მახარაძე დროებითი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულეს ნუცა მახარაძე დროებითი დაკავების იზოლატორში ადვოკატმა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულეს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი "ვილნიუსის სისხლიანი კვირას იხსენებს" და ლიეტუველებს მადლობას უხდის ევროპულ გზაზე მხარდაჭერისთვის სალომე ზურაბიშვილი "ვილნიუსის სისხლიანი კვირას იხსენებს" და ლიეტუველებს მადლობას უხდის ევროპულ გზაზე მხარდაჭერისთვის
-
გადახედვაკოენი: ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და მისი ფულია კოენი: ივანიშვილს ქართველები რუსეთთან ახლოს მიჰყავს, სადაც მისი გული და მისი ფულია
-
გადახედვადღეს საქართველოს 5 დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები-მსვლელობები გაიმართება დღეს საქართველოს 5 დიდ ქალაქში საპროტესტო აქციები-მსვლელობები გაიმართება
-
გადახედვაბელიაშვილი გადაკეტილია, მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ — ბოლო ცნობები მოსამართლეების კორპორაციული წვეულებიდან ბელიაშვილი გადაკეტილია, მოსამართლეები ტერიტორიას ტოვებენ — ბოლო ცნობები მოსამართლეების კორპორაციული წვეულებიდან
-
გადახედვაირაკლი დგებუაძე: ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული ირაკლი დგებუაძე: ბათუმში აქციაზე ადმინისტრაციული წესით 8 პირია დაკავებული
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი კახა თილიძე დაიღუპა
-
გადახედვაგიორგი გახარია: გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა! გიორგი გახარია: გააჩერეთ ეს რეპრესიები, სანამ გვიანი არ არის! პერსონალურ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!
-
გადახედვააჭარის მთავრობის სახლთან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს აჭარის მთავრობის სახლთან ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე დააკავეს
-
გადახედვაჟურნალისტებმა კანცელარიის შენობაზე ის სტიკერები გააკრეს, რის გამოც ბათუმში მათი კოლეგა მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს ჟურნალისტებმა კანცელარიის შენობაზე ის სტიკერები გააკრეს, რის გამოც ბათუმში მათი კოლეგა მზია ამაღლობელი პირველად დააკავეს
-
გადახედვამოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა: არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე, ამით მე არაფერი დამაკლდება მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა: არ ვიყავი მიწვეული კორპორაციულ წვეულებაზე, ამით მე არაფერი დამაკლდება
-
გადახედვა"პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა, "იზვინი ბრატ", გამოდი და აქაურ "რისეფშენს" ვთხოვ, ამოგიკერონ!" — ირაკლი ზარქუა მოქალაქეს "პანჩურის გამო შარვალი თუ გაგერღვა, "იზვინი ბრატ", გამოდი და აქაურ "რისეფშენს" ვთხოვ, ამოგიკერონ!" — ირაკლი ზარქუა მოქალაქეს
-
გადახედვანიკა მელია: მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ ნიკა მელია: მოსამართლეებმა გზის პირას გამჭვირვალე რესტორანში განგებ მოაწყვეს შეკრება, რეჟიმისადმი ერთგულებას ადასტურებენ
-
გადახედვაელენე ხოშტარია: მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა ელენე ხოშტარია: მზიამ [ამაღლობელი] რაც უქნა, იგივე უნდა ვუქნა მეც, დგებუაძე არის რუსის მონა და მეც მინდა, გავარტყა
კომენტარები