დედის ღვიძლით გადარჩენილი შვილის სიცოცხლე — 10-საათიანი ურთულესი ოპერაცია საქართველოში
ბათუმში, ზღვისპირა ქალაქში, რომელიც მზესთან და დასვენებასთან ასოცირდება და სადაც თითქოს მხოლოდ ბედნიერი ამბები უნდა ისმოდეს, ორი თვის წინ ახალგაზრდა ქალი შვილის გადასარჩენად იბრძოდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამსახურიდან სახლში დაბრუნებული დედა შვილის სიყვითლემ შეაშინა. მერე იყო ექიმთან ვიზიტი, გამოკვლევები და თავზარდამცემი დიაგნოზი.
ამბავს დედა, ხათუნა ცეცხლაძე ყვება:
"დაახლოებით ორი თვის წინ სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს თამარი შეუძლოდ დამხვდა. ფერიც არ მომეწონა და მეორე დღესვე ექიმთან მივიყვანე. აღებული ანალიზი გერმანიაში გადააგზავნეს, ერთი კვირის შემდეგ პასუხი მოვიდა. როცა დიაგნოზის ფურცელი გადმომცეს, მითხრეს, აუტოიმუნური ჰეპატიტიაო. ვერ გავიგე, რას ნიშნავდა. მერე, რომ ამიხსნეს ჩემი შვილის დიაგნოზი, ადგილზე გავიყინე.
ღვიძლს ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდა და ყოველდღიურად მწვავდებოდა მდგომარეობა... ბავშვს თანდაყოლილი ჰეპატიტი აღმოაჩნდა. მე და ჩემმა მეუღლემ ინტერნეტში დავიწყეთ ამ დაავადების შესახებ ინფორმაციის მოძიება. რაც უფრო ბევრს ვიგებდით, მით უფრო გვიპყრობდა შიში. თამარი თბილისში, იაშვილის საავადმყოფოში, დავაწვინეთ. თუ არ ჩავთვლით უბრალო გაციებას, ამ 9 წლის განმავლობაში ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია", - იხსენებს თამარის დედა.
გადასხმებით აჩერებდნენ ღვიძლის თვითგანადგურების შეუქცევად პროცესს, მაგრამ დრო არ ითმენდა. რა არის გამოსავალი? - პატარა თამარის მშობლების დასმულ ამ შეკითხვას მედიკოსებმა კონსილიუმის შემდეგ უპასუხეს: "დონორის პოვნა და ღვიძლის გადანერგვა".
ყოველი დღე გადამწყვეტი იყო, უფრო სწორად, ყოველი წამი. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ ოჯახს არც საკმარისი ფინანსური რესურსი ჰქონდა, რომ მსოფლიო მასშტაბით ღვიძლის დონორი მოეძებნათ და არც — დრო. მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებით, პირველ რიგში მშობლები მოსინჯეს დონორებად. დედის ანალიზები დადებითი აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობდა რისკი, რომ თეორიულად დადასტურებული დონორის ღვიძლს ოპერაციის შემდეგ პაციენტის სხეული არ შეითვისებდა.
"ღვიძლის ტრანსპლანტაცია გარდაუვალი იყო. იმის გამო, რომ ყოველ წამს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანომობილით ჩავიყვანეთ ბავშვი. როცა საოპერაციოში შევდიოდი, მეუღლეს და ოჯახის წევრებს ვუთხარი, თუ საჭირო გახდა მთლიანი ღვიძლის გადანერგვა, არც დაფიქრდეთ, მაშინვე მიეცით თანხმობა ექიმებს, მზად ვარ შვილის გადასარჩენად დავთმო სიცოცხლე-თქო.
შოკურ მდგომარეობაში ვიყავი, თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, როგორმე შვილი გადამერჩინა. საოპერაციოში რომ შემიყვანეს, მაშინ მოვედი გონზე. სამედიცინო იარაღები რომ დავინახე, გამოვერკვიე და მივხვდი, რა ურთულესი ოპერაცია ჰქონდა გადასატანი ჩემს გოგონას", - ყვება ხათუნა ცეცხლაძე.
ქირურგ კახა ქაშიბაძეს, რომელსაც ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში მანამდე ღვიძლის რამდენიმე ტრანსპლანტაცია ჰქონდა გაკეთებული, იმ დღეს ასმაგად საპასუხისმგებლო ოპერაცია უნდა გაეკეთებინა. წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, 9 წლის პაციენტისთვის ღვიძლი საქართველოში პირველად უნდა გადაენერგა. ღელავდა ყველა, ქირურგის გარდა. პროფესიონალური ჩვევაა ემოციების გვერდზე გადადება და კონცენტრირება. იმ დღესაც ასე იყო.
ჯერ დონორს, 31 წლის დედას, ჩაუტარდა ოპერაცია და მერე მის შვილს, 9 წლის პაციენტს. ტრანსპლანტაციის პროცესი ზუსტად 10 საათს მიმდინარეობდა.
"არსებობდა იმის საშიშროებაც, რომ ანალიზით დადასტურებული დონორის ღვიძლი ოპერაციის შემდეგ არ გამომდგარიყო პაციენტისთვის. ღმერთის წყალობით და პროფესიონალი მედიკოსების დახმარებით ტრანპლანტაციამ წარმატებით ჩაიარა.
არ მახსოვს, მაგრამ ნარკოზიდან გამოსვლის შემდეგ პირველად ბავშვის მდგომარეობა მიკითხავს. სანამ ტელეფონით გადაღებული ვიდეო არ მაჩვენეს პალატაში მწოლიარე შვილის, მანამდე ვერ მოვისვენე. არ ვიცი როგორ და რა გზით, ან თუ ოდესმე შევძლებ კახა ქაშიბაძისა და მისი გუნდის მიმართ მადლიერების გამოხატვას! მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემი შვილის გადასარჩენად და სიცოცხლე ხელმეორედ აჩუქეს. 25 დეკემბერს მე და ჩემი შვილი, ორივე, მეორედ დავიბადეთ!
ბევრი რამე შეიცვალა ოპერაციის შემდეგ. დილა მედიკამენტების მიღებით იწყება და დაძინებამდე ასე გრძელდება. წამლების რაოდენობა დროთა განმავლობაში შემცირდება" - ამბობს თამარის დედა.
წარმატებით დასრულებული ოპერაციის შემდეგ ახლა 9 წლის თამარი და მისი დონორი დედა პოსტოპერაციულ რეაბილიტაციას სახლში გადიან. კვირაში ერთხელ ანალიზებს აბარებენ და ახალ სხეულთან ადაპტაციის პროცესს აკვირდებიან. ყოველი ანალიზის პასუხი სულ უფრო დადებითია. გადანერგილი ღვიძლი ფუნქციას წარმატებით ასრულებს და თამარის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. ახლა დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
მძიმე დაავადებას თამარი სულ მალე უბრალო ისტორიად გაიხსენებს და ჩვეულებრივად გააგრძელებს ცხოვრებას, თანატოლებთან ბევრს ითამაშებს და როცა დიდი გოგო გაიზრდება, ეცოდინება რომ ქართველმა ქირურგმა ყველაფერი გააკეთა, რათა ეცოცხლა, ჯანმრთელი და მებრძოლი ყოფილიყო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვარატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე. რატი ბრეგაძე: სტრასბურგიდან შემოვიდა შეტყობინება, რომელსაც თან ერთვის სააკაშვილის წერილი მისი საჩივრის გახმობის თაობაზე.
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები