7 დღე ხაზარაძე-ჯაფარიძის გადადგომიდან
მას შემდეგ, რაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ეროვნული ბანკის მოთხოვნით თიბისის მმართველი თანამდებობიდან გადადგნენ, ერთი კვირა გავიდა. ამ პერიოდში კომპანიის აქციებზე ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხელმძღვანელი პირების გადადგომასთან ერთად გამოქვეყნდა ბანკის 2018 წლის ანგარიში.
წლიური ანგარიში ბანკმა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ხაზარაძისა და ჯაფარიძის გადადგომის დღეს, 21 თებერვალს წარადგინა. 2018 წლის განმავლობაში თიბისის ჯამური აქტივების ღირებულება თითქმის 20 პროცენტით არის გაზრდილი და 15,5 მილიარდ ლარს უტოლდება. გაიზარდა კომპანიის სუფთა მოგებაც. 2017 წელთან შედარებით თიბისის სუფთა მოგება 23 პროცენტით გაიზარდა და 454 მილიონ ლარს გაუტოლდა. ამავდროულად, გაიზარდა თიბისის სასესხო და დეპოზიტების პორტფელების მოცულობაც. სესხების პორტფელში ზრდა 21 პროცენტი იყო, ხოლო დეპოზიტების შემთხვევაში კი 19 პროცენტი. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მთლიანი სასესხო პორტფელის 38 პროცენტი თიბისიშია განთავსებული, მაჩვენებელი დეპოტიზეტების შემთხვევაში 41 პროცენტს უტოლდება.
ანგარიშის გამოქვეყნების დღიდან დღემდე აქციებზე ფასი 17 პროცენტით გაიზარდა. 21 თებერვლის სავაჭრო დღის გახსნისთვის ერთი აქციის ფასი 12,90 გირვანქა სტერლინგი იყო, ხოლო პირველი მარტის მონაცემით კი 15,09. თიბისი ბანკის საბაზრო მოცულობაც 699 მილიონი გირვანქა სტერლინგიდან 816 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზარდა.
ბანკის აქციებზე ფასების კლება საქართველოს პროკურატურის განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ ერთ დღეში ბანკის აქციებზე ფასები 5,5 პროცენტით შემცირდა. პროკურატურის განცხადებამდე კომპანიის საბაზრო მოცულობა 803 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, ხოლო განცხადების გავრცელებიდან 24 საათში კი 760 მილიონი. ბოლო სამი წლის მინიმუმიც სწორედ 21 თებერვალს დაფიქსირდა როცა კომპანიის ჯამური მოცულობა 699 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე დაეცა.
-
გადახედვაროგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ როგორ შევასუსტოთ პოლარიზებული განწყობები — ფსიქოლოგები ტაქტიკებს გვთავაზობენ
-
-
გადახედვამეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ მეცნიერები მუშაობენ მედიკამენტზე, რომელსაც ახალი კბილების გასაზრდელად გამოვიყენებთ
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები ირაკლი ეძგვერაძე: რუსულმა რეჟიმმა, აღდგომა დღეს, ჩემთან სახლში, სადაც ჩემი მცირეწლოვანი შვილები იყვნენ, მოგვიგზავნა "ტიტუშკები" და ზონდერები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
კომენტარები