სიდას ამჟამინდელმა დირექტორმა დევდარიანს გათავისუფლების შემდეგ იჯარისა და ხელფასის ფული მისცა
სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ამჟამინდელმა ხელმძღვანელმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილ დირექტორს, ზვიად დევდარიანს გათავისუფლების შემდეგ ფული მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის თანამშრომელმა ლიკა კასრაძემ გაავრცელა. ის წერს, რომ ზურაბიშვილმა ხელფასისა და იჯარის ფულის მიცემის შესახებ 13 თებერვალს თანამშრომლებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
სალომე ზურაბიშვილი On.ge-სთან ყვება, რომ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შესრულების დროს ზვიად დევდარიანს თანხა ფინანსური მენეჯერის დავალებით პირადი ანგარიშსწორებით მისცა. ზურაბიშვილი განმარტავს, რომ დევდარიანისთვის ნამუშევარი თვის ხელფასი იყო ასანაზღაურებელი. ამასთანავე, იმ დროს ორგანიზაცია ოფისს დევდარიანის ცოლისგან ქირაობდა და იჯარის ფულიც მას მისცა.
"როგორც მე მითხრა ფინანსურმა დირექტორმა, როცა რეესტრში დირექტორის ცვლილება აისახა, ბანკმა გადარიცხვები შეზღუდა. ამაზე მაქვს მტკიცებულებები", — აღნიშნა ზურაბიშვილმა.
თანხის გადაცემასთან დაკავშირებით On.ge ცდილობდა ზვიად დევდარიანს დაკავშირებოდა, თუმცა ის ჩვენს ზარებსა და სმს-ებს არ პასუხობს.
თანხის გადაცემის გარდა თანამშრომლები სხვა დარღვევებზე საუბრობენ. ამის გამო მათ 18 თებერვალს ორგანიზაციის გამგეობის წევრებს სალომე ზურაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. წერილში საუბარია სავარაუდო ფინანსურ დარღვევებზე, დოკუმენტების გაყალბებაზე, შეწყვეტილ დაფინანსებაზე და ორგანიზაციის კრიზისულ მდგომარეობაზე. თანამშრომლები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი სიტუაციას ვერ უმკლავდება.
როგორც წერილშია ნათქვამი, ორგანიზაციაში წარმოშობილი კრიზისისა და სავარაუდო ფინანსური დარღვევების დაფარვის მცდელობის მიზეზით პროტესტის ნიშნად ორგანიზაცია დატოვა ექვსმა თანამშრომელმა.
ფინანსურ მაქინაციებთან დაკავშირებით ლიკა კასრაძემ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა. მისი თქმით, შემოსავლების სამსახურიდან მიიღო ინფორმაცია, რომლითაც გაირკვა, რომ მის ოფიციალურ შემოსავლად უფრო დიდი თანხა იყო მითითებული, ვიდრე ის, რეალურად, იღებდა.
მანვე აღნიშნა, რომ ორგანიზაციის საქაღალდეებში აღმოაჩინა ხელშეკრულებები, რომელიც მისი სახელით იყო დადებული, თუმცა ხელს მხოლოდ ერთ მათგანს აწერდა. კასრაძის თქმით, მსგავსი შემთხვევები აღმოაჩინეს ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებმაც.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სალომე ზურაბიშვილმა მაშინ On.ge-ს უთხრა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა. როგორც ზურაბიშვილმა თქვა, კასრაძის მიერ დასახელებული პერიოდი ემთხვევა ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ზვიად დევდარიანის მუშაობის დროს. დევდარიანი კი ამბობდა, რომ "სხვა პერიოდს ემთხვეოდა და კომენტარს ვერ გააკეთებდა".
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვარომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა რომელი ფრინველი დაფრინავს ყველაზე მაღლა
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
-
-
გადახედვასად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე სად იყო მის გამოსვლაში ხალხი, ან ღმერთი და სარწმუნოება სად იყო, როცა ამდენი ბოროტება აფრქვია სცენიდან? — ხაბეიშვილი ივანიშვილზე
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
კომენტარები