სამ წამყვან ოსკაროსან ფილმზე ქართველი ხმის რეჟისორი მუშაობდა
წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზის, ოსკარის ყველაზე პრესტიჟული ნომინაცია, საუკეთესო ფილმის პრიზი მწვანე წიგნმა მოიგო. ამ ფილმზე ქართველმა ხმის ჩაწერის რეჟისორმა მიშა კაჭკაჭიშვილმაც იმუშავა. მწვანე წიგნის ორი მთავარი მუსიკალური სცენის აუდიო სწორედ მის ხმის ჩამწერ სტუდია ესპლანადაში მომზადდა, რომელიც შეერთებული შტატების სამხრეთ შტატში, ქალაქ ახალ ორლეანში მდებარეობს.
მიშა კაჭკაჭიშვილს ტელეფონით დავუკავშირდით, რათა ჩვენთვის ამ ფილმზე მუშაობის პროცესზე მოეთხრო. შემთხვევით გავიგეთ, რომ მიშას თურმე, ოსკარის მთავარ ნომინაციაში გასულ კიდევ ორ ფილმზე უმუშავია: შავი კუკუსკლანელი და ვარსკვლავი დაიბადა. ამ ფილმებმა ოსკარი სხვა, არანაკლები მნიშვნელობის კატეგორიებში აიღეს.
სამივე ფილმი, რომელთა მუსიკის ნაწილი მიშამ ესპლანადაში ჩაწერა, ბევრი პრესტიჟული ამერიკული და საერთაშორისო პრიზით დაჯილდოვდა, არამარტო კინემატოგრაფიული, არამედ მუსიკალური ღირსებების გამოც. მწვანე წიგნმა 3 ოსკარი, 3 ოქროს გლობუსი, ბრიტანული ბაფტა და ბევრი სხვა პრემია მოიპოვა; შავი კუკუსკლანელის აქტივშია ოსკარი, ბაფტა, კანის ფესტივალის გრან-პრი და უამრავი სხვა ნომინაცია; ფილმის ვარსკვლავი დაიბადა ჯილდოებს შორისაა: ოსკარი, ოქროს გლობუსი, ბაფტა და მრავალი სხვა პრიზი თუ ნომინაცია.
რეჟისორ სპაიკ ლის ფილმის შავი კუკუსკლანელის მუსიკის ავტორია ტერენს ბლანჩარდი — გვიყვება მიშა.
"ბლანჩარდთან ერთად ალბათ, მინიმუმ 5-6 ფილმზე მიმუშავია. ბლანჩარდი აქ ცხოვრობს, ახალ ორლეანში. შარშან ამ დროს, სპაიკი იყო ჩამოსული ახალ ორლეანში. ჩემთან სტუდიაში მოვიდნენ და საუბრობდნენ იმაზე, თუ როგორ ჩაეწერათ ფილმის მუსიკა. ტერენსი და სპაიკი დიდი ხნის მეგობრები არიან, ბრუკლინიდან მოყოლებული მეგობრობენ.
მუსიკა მათ ორ ნაწილად გაყვეს. ძირითადი ნაწილი ბლანჩარდის ელექტრონულ ბენდ ი-კოლექტივთან ერთად ჩაიწერა, მეორე ნაწილი კი ორკესტრთან ერთად მომზადდა. ის, რაც ი-კოლექტივმა შეასრულა, დაახლოებით, 10 მუსიკალური მონაკვეთი მე ჩავწერე და შემდეგ ჩემს სტუდიაშივე მოხდა მიქსინგი. რაც შეეხება საორკესტრო ნაწილს, ის ლოს-ანჯელესში, სონის სტუდიაში ჩაწერეს. ფილმზე მუშაობა შარშან, სადღაც აპრილის ბოლოს თუ მარტის დასაწყისში დავასრულეთ".
ჩვენ დავინტერესდით, მოიხსენებენ თუ არა ჰოლივუდის პროდუქციის ტიტრებში მიშას თავისი სახელით და გვარით. როგორც ირკვევა, შავი კუკუსკლანელისა და მწვანე წიგნის ტიტრებში ნახსენებია მისი სტუდია ესპლანადა და მიშა კაჭკაჭიშვილიც, როგორც ხმის ჩაწერის რეჟისორი. ინგლისურად ეს ე.წ. კრედიტი ასე ჟღერს: Recording Engineer, Mixer.
ფილმის ვარსკვლავი დაიბადა ტიტრებში მიშას სახელი არ მოხვდა, რადგან ის მუსიკა, რომელიც ფილმისთვის ესპლანადაში ჩაწერეს, საბოლოო ვერსიიდან ამოიღეს. მიშას თქმით, ფილმის რეჟისორს ბრედლი კუპერს ის სკაიპის საშუალებით ესაუბრებოდა. სიმღერა, რომელიც მის სტუდიაში ჩაიწერა, მთავარი გმირების ქორწილის სცენაზე იყო გათვლილი, რომელიც ეკლესიაშია გადაღებული. კომპოზიციასაც ესპლანადაში საეკლესიო გუნდი ასრულებდა.
"რაც შეეხება მწვანე წიგნს, მასზე მუშაობაც გასულ წელს დაიწყო. ჩემთან, სტუდია ესპლანადაში ჩაიწერა ფილმის გამხსნელი სცენის მუსიკა, სიმღერა Old Black Majic, რომლითაც ფილმი იწყება. ამ სიმღერისთვის ბენდიც მე ჩავწერე, მომღერალიც და მიქსინგიც მე გავაკეთე", — ყვება მიშა.
ქართველი ხმის რეჟისორის თქმით, ესპლანადაში ჩაიწერა მუსიკა ფილმის კიდევ ერთი მოზრდილი სცენისთვის.
"თუ გახსოვთ, მთავარი გმირები ამერიკის სამხრეთში ჩადიან გასტროლებზე. იქ ისინი კლუბში შედიან, პიანისტი ჯერ შოპენს უკრავს, შემდეგ კი ადგილობრივებთან ერთად ბლუზს ასრულებს. ორივე ნაწარმოები ჩემთან ჩავწერეთ და დავმიქსეთ. ფილმის, აი, ეს ორი, საკმაოდ გრძელი მუსიკალური ნაწილია ესპლანადაში ჩაწერილი", — ამბობს მიშა. მისი თქმით, მწვანე წიგნის დანარჩენი მუსიკა ძირითადად ძველი ჩანაწერებიდანაა აღებული.
მიშა კაჭკაჭიშვილის თქმით, ძალიან ხშირად, ჰოლივუდის ფილმებისთვის მუსიკის ჩაწერა წინ უსწრებს გადაღების პროცესს. ეს განსაკუთრებით მაშინ ხდება, როცა კინო დიდი დოზით ეყრდნობა მუსიკალურ მასალას.
სულ 2018 წელს სტუდიაში ესპლანადა 10-ზე მეტ ფილმზე იმუშავეს. ჰოლივუდის სტუდიების გარდა, ჰქონდათ HBO-ს, Showtime-სა და Netflix-ის დაკვეთები.
"ყველას სახელი არც მახსოვს, სიმართლე გითხრა. ერთი რაც დამამახსოვრდა, კომედია იყო უკანასკნელი გაცინება, ისიც იმიტომ, რომ ამ ფილმზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, თითქმის მთლიანად აქ ჩავწერეთ, ესპლანადაში".
უკანასკნელ გაცინებაზე 6 თვე ვმუშაობდით. ზოგჯერ, ჩავწერთ ხოლმე კომპოზიციას, შემდეგ რაღაცის შეცვლა მოუნდებათ და წავშლით. მერე თავიდან ვიწყებთ ყველაფერს. მართლა კარგი კომედიაა, ის შემდეგ Netflix-ის წლის საუკეთესო სამეულშიც დაასახელეს”.
ახლა მიშა კაჭკაჭიშვილი მუშაობს ამერიკულ ფილმზე American Reject, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის. ფილმს ძირითადად ახალ ორლეანში იღებენ და პირველადი ინფორმაციით, ის პოპულარული ტელეშოუს, სიმღერის კონკურსის მონაწილე გოგონაზეა, რომელიც წარმატებას ვერ აღწევს და კონკურსს ტოვებს.
ფილმების გარდა სტუდიაში ესპლანადა რა თქმა უნდა, ბევრ მუსიკალურ ალბომსაც წერენ. ორი კვირის წინ დასრულდა რიკი ლი ჯონსის ახალი სიმღერების ჩაწერა. ეს ამერიკელი ვოკალისტის რიგით მეორე ალბომია, რომელიც მიშა კაჭკაჭიშვილმა მოამზადა. 2019 წელს ასევე გამოდის როკ-ჯგუფის ლაივ ახალი კონცერტი. მიშას თქმით, ამ ალბომზე მუშაობა მისთვის ძალიან საინტერესო იყო და სხვებისგან გამოირჩეოდა, რადგან სიმღერები ძველი მეთოდით, ფირზე ჩაწერეს.
მიშა კაჭკაჭიშვილის გასაცნობად და მისი ცნობილი ხმის ჩამწერი სტუდიის ესპლანადას სანახავად, რომელიც ახალ ორლეანში ყველაზე დიდი სტუდიაა, ამერიკის ხმა გასულ წელს, ახალ ორლეანში ჩავიდა. იქ შევიტყვეთ, რომ ესპლანადაში იწერება ლუიზიანის ფილარმონიის 75-კაციანი ორკესტრის ალბომები. მიშასთან უმუშვიათ ისეთ ცნობილ შემსრულებლებს, როგორიცაა ერიკ კლაპტონი, ბიონსე, უილ ნელსონი, ჯონ ლეჯენდი, მერი ჯეი ბლაიჯი, ჰარი კონიკი, კენდრიკ ლამარი და ბევრი სხვა.
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები