ლიეჟის მსგავსად, სააკაშვილის საწინააღმდეგო აქცია რომშიც იმართება
ლიეჟის შემდეგ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგე ემიგრანტები რომში შეიკრიბენ, სადაც "საქართველოს მომავლის ფორუმი" მიმდინარეობს. ისინი სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრის პარალელურად საპროტესტო აქციას მართავენ.
მათი განცხადებით, შეხვედრაზე რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა ორგანიზატორები შესვლის უფლებას არ აძლევენ. მათივე თქმით, სურდათ მიხეილ საააკაშვილისთვის განსხვავებული აზრი ეთქვათ, თუმცა მას მოსმენა არ სურს.
ადგილზე მობილიზებულმა იტალიელმა სამართალმდაცვავებმა პროტესტის მონაწილეებს სასტუმროს ეზო დაატოვებინეს და მოპირდაპირე ქუჩაზე გადაიყვანეს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ორგანიზატორმა, გიორგი სიგუამ განაცხადა, ლიეჟში განვითარებული მოვლენების თავიდან ასაცილებლად დაცვის ზომები გაძლიერებულია.
სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრას ამჯერად არა "თანამემამულეთა მსოფლიო კრება", არამედ "საქართველოს მომავლის ფორუმი" ქვია. ესქპრეზიდენტის მხარდაჭერების განცხადებით, შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმა და სამშობლოში დაბრუნების გზები უნდა განიხილონ.
"თანამემამულეთა მსოფლიო კრება" და დაპირისპირება ლიეჟში
10 თებერვალს ბელგიის ქალაქ ლიეჟში კონგრესის სასახლესთან "თანამემამულეთა მსოფლიო კრების" პარალელურად ექსპრეზიდენტის საწინააღმდეგო აქციაც გაიმართა. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ისინიც ემიგრანტები არიან და სააკაშვილს მათი სახელით საუბრის უფლება არ აქვს.
კონგრესის სასახლესთან ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, როცა სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა შენობაში შესვლა სცადა, თუმცა ორგანიზატორებმა მათ პროვოკატორები უწოდეს და შესვლის უფლება არ მისცეს. დაპირისპირებისას გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი. შეხვედრის დაწყებამდე ორგანიზატორი გიორგი სიგუა აცხადებდა, რომ აქვთ ინფორმაცია მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ.
აქციის მონაწილეების თქმით, მათ სურდათ კითხვები დაესვათ სააკაშვილისთვის, თუმცა ეს "სექტის შეკრებაა" და განსხვავებული აზრის მოსმენა არ სურთ. ამიტომ მათ ბანერები გაშალეს და შენობის გარეთ აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს აქვთ მოძრაობა არა ნაციზმის საპროტესტო ბანერები. ეს მოძრაობა საქართველოში წინასაარჩევნო პეროდში ჩამოყალიბდა.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები