ევროპული საქართველო თიბისი ბანკის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს
ევროპული საქართველო თიბისი ბანკის საქმის შესასწავლად სპეციალური კომისიის შექმნას მოითხოვს. ამის შესახებ კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველია და რადგან მან ინტერვიუში თიბისი ბანკის დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს უმადური უწოდა, ამ და სხვა კონტექსტის გათვალისწინებით, საზოგადოებას აინტერესებს სრული ინფორმაცია თიბისი საქმის შესახებ.
"თქვენ ვის უკავშირებთ, ვინ დგას ამ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის და სახელისუფლებო რგოლის უკან? გვითხრათ იმ მაღალჩინოსნის ვინაობა, ვინც თქვენთან წერილებს აგზავნიდა შანტაჟის ენით, ასევე გვითხრათ ოფისის მისამართი, რომელიც თქვენ დაადგინეთ, სადაც ხაკერული თავდასხმა იყო განხორიცელებული?!" — კახიძის თქმით, აუცილებელია ამ კითხვებზე პასუხების მიღება.
ხაზარაძის გამოსვლა პარლამენტში
დღეს, 4 მარტს პარლამენტში თიბისის დამფუძნებლებს უსმენდნენ. ამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ გიორგი გახარიამ მუქარის წერილი მიწერა, რომლის მიხედვითაც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, ამის შესახებ სასამართლო წესით დაკითხვაზე განაცხადა, რომელსაც სამი პროკურორი ესწრებოდა. მისი თქმით, დეპუტატებს ამაში დასარწმუნებლად შეუძლიათ დაკითხვის ოქმი ნახონ.
"საოცრება ის არის, რომ მე ამის შესახებ ჩემი დაკითხვის ოქმში ვთქვი და ამის მერე არც მოსამართლემ, არც სამმა პროკურორმა კითხვაც კი არ დამისვა", — განაცხადა ხაზარაძემ. მისივე თქმით, ამ საკითხზე პროკურორებთან საუბრის შემდეგ პასუხად პროკურატურის ბრიფინგი მიიღო, რომელზეც ფულის გათეთრებაში დაადანაშაულეს.
თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ ეს არის "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს". მისივე თქმით, ყველას მოუწევს პასუხი აგოს თავის სიტყვებზე.
სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ ისაუბრა თიბისი ბანკზე ჰაკერულ შეტევაზეც. მისი თქმით, ჰაკერის მისამართს თბილისში მიაკვლიეს. ხაზარაძემ ვარაუდი გამოთქვა, რომ ბოტები სწორედ ამ ოფისიდან იმართებიან.
თიბისი ბანკის საქმე
8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბარი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.
ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.
21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე.
გარდა ამისა, თიბისი ბანკმა ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლო დავა შეწყვიტა და განაცხადა, რომ მილიონიან ჯარიმას გადაიხდის. ამასთანავე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეროვნული ბანკის წინააღმდეგ კერძო დავას აგრძელებენ.
25 თებერვალს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის საქმეზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა საკითხის განხილვის გარეშე დასრულდა. 57 წუთის განმავლობაში დეპუტატები ფორმატზე შესათანხმებლად კამათობდნენ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ, რომან კაკულიამ სხდომა დაასრულა.
გაიგე მეტი:
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები