რამდენიმე ფაქტი ხელის მოდელების საიდუმლო ცხოვრების შესახებ
შეიძლება არ იცი, ვინ არის ეშლი კონვინგტონი, თუმცა, მისი ხელები რომელიმე რეკლამაში აუცილებლად ნანახი გექნება. რეალურად ის ერთ-ერთი წარმატებული ხელის მოდელია ამ ინდუსტრიაში. ხშირ შემთხვევაში მომგებიანი კამპანიის უკან ხელის მოდელები დგანან, რომლებიც ამა თუ იმ პროდუქტს თავიანთი ხელებით ყიდიან: ეს შეიძლება იყოს სამკაული, მობილური ან თუნდაც, ბურგერი.
უმეტესწილად, ხელის მოდელები ბავშვობაში ამ საქმიანობაზე არ ოცნებობდენ, ისინი შემთხვევით აღმოაჩინეს. მაგალითად, კოვინგტონს, რომელსაც მსახიობობა უნდოდა, აგენტმა უთხრა, რომ მსახიობობაზე უარი ეთქვა და ყურადღება ხელებისთვის მიექცია. "ვერ მივხვდი, თავი შეურაცხყოფილად უნდა მეგრძნო, თუ არა" - იხსენებს ის.
ხელის მოდელების ერთ-ერთი აღმომჩენი კარმენ მარუფოა, რომელიც უცნობების ხელებს აკვირდება, თუ მოეწონა, აჩერებს და ეუბნება, რომ მათ ამ ინდუსტრიაში დიდი მომავალი აქვთ. "ერთხელ ერთმა ქალმა ოფისში კონვერტი დამიტოვა. მის ხელებს შევხედე, გავოცდი და გავეკიდე. საბოლოოდ, მან ამ ბიზნესს მიჰყო ხელი და ბევრი ფულიც გამოიმუშავა", - ამბობს ის.
დღესდღეობით ხელის მოდელები საკმაოდ მოთხოვნადი კადრები არიან. ნებისმიერ წარმატებულ ბრენდს სჭირდება ვინმე, ვინც პროდუქტს რეკლამირებას კარგად მოვლილი ფრჩხილებით, რბილი კანითა და ლამაზი, გრძელი თითებით გაუწევს. კოვინგტონს, რომელმაც ამ ინდუსტრიაში მუშაობა 13 წლის წინ დაიწყო, ეს საქმიანობა ისევ უყვარს, თუმცა ამბობს, რომ სილამაზე, ამ შემთხვევაშიც, ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს.
რამდენს გამოიმუშავებენ ხელის მოდელები?
ფორბსს თუ დავუჯერებთ, წარმატებული ხელის მოდელი წელიწადში საშუალოდ $75 000-ს გამოიმუშავებს, ხოლო, როგორც კოვინგტონი აღნიშნავს, ერთხელ მან 2 საათში $13 000 გამოიმუშავა. თუმცა ხშირად მსგავს თანხაში მოდელებს უბრალოდ უმართლებთ. ისინი თავისუფალი გრაფიკით მუშაობენ, რის გამოც მათი სამუშაო პროგნოზირებადი არ არის. გარდა ამისა, ძირითადად, მათ ბოლო წუთს ურეკავენ ხოლმე, რის გამოც თვითმფრინავის ხარჯებზე მოდელები არიან პასუხისმგებლები.
მატყუარა რეკლამები
ამიერიდან, თუ რომელიმე რეკლამას მოკრავ თვალს, სადაც ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი ან მოდელი რომელიმე კანის კრემის რეკლამას ეწევა, დაიმახსოვრე, რომ სავარაუდოდ, ეს მისი ხელი არ არის.
მოდელი ადელი უდოს ხელები ისეთი სელებრითების გადაღებებზე ყოფილა, როგორიცაა ნატალი პორტმანი ან რიზი ვიზერსპუნი. "უმეტეს შემთხვევაში, მე ცნობილი ადამიანების უკან ვარ დამალული და ვცდილობ, მათ სახეს ისე შევეხო, თითქოს მათივე ხელი ეხება".
ხელის ვარჯიშები მოდელობის გასაღებია
ზოგჯერ მოდელს გადაღების დროს მხოლოდ ერთი თითის გამოძრავება უწევს მთლიანი ხელის მოძრაობის გარეშე. კოვინგტომა ფლეიტის მუსიკოსების ვარჯიშები დაიწყო, რათა თითების კუნთებზე სრული კონტროლი მოეპოვებინა.გ
გადასაღებ მოედანზე ყოფნა ყოველთვის უცნაურია
ხელის მოდელობა საგნების ჭერას მუდმივი სიზუსტით, აკურატულობით მოითხოვს. "რასაც მაყურებელი ვერ ხედავს, ეს კამერაა ჩემს კისერთან, ჩემი თავი კი ერთ მხარესაა შეტრიალებული და მხოლოდ ცალი თვალით ვხედავ, რას აკეთებს ჩემი ხელი. ეს ყველაფერი სიჩქარესა და მუდმივ ზეწოლას მოითხოვს", - ამბობს კონვინგტონი.
რა ხდება მაშინ, როცა მოდელებს თითი ეჭრებათ ან ფრჩხილი უფუჭდებათ?
ერთ-ერთი მოდელი, ადელი იხსენებს: "მუშაობამდე რამდენიმე დღით ადრე ფრჩხილი მომტყდა. სელებრითების მემანიკიურეს დავურეკე. მან ჩაის ფერითა და წებოთი სასწაული მოახდინა, ფრჩხილი მიმაწებეს ისე, რომ მოტეხილის არაფერი ეტყობოდა. კერძოდ, ჩაის ფერის ფურცლის ნაწილი აიღო, როგორც ხელოვნური კანი, რომელიც უკვე მომძვრალსა და მთელ ფრჩხილს გააერთიანებდა. ეს ნამდვილად შთამბეჭდავი საქმიანობა იყო".
როგორც წესი, მოდელებს ხელები დაზღვეული აქვთ. ისინი თითქმის ყველაფერს ხელთათმანებით აკეთებენ, რადგან კამერაში მიკროსკოპული ნაკაწრებიც კი ჩანს.
"ერთხელ ხელი გამეჭრა. მეტროში უცნობი ქალი დამეჯახა და დიდი, ბასრი ბეჭედი ხელი გამკრა. ადამიანთა უმეტესობა ვერც კი იხსენებს, სად იკაწრავენ ხელებს, ან სად ეჭრებათ თითები. მე კი ყველა ასეთი შემთხვევა ზედმიწევნით მახსოვს", - ამბობს კოვინგტონი.
როგორ მოვუაროთ ხელებს ხელის მოდელივით?
პირველ რიგში, დატენიანება, დატენიანება და დატენიანება. ამისთვის ძვირფასი ხელის კრემი არ გჭირდებათ. ზეითუნის ზეთიც საკმარისია.
მეორე რიგში კი - სწორი კვება. ვიტამინების ნაკლებობა პირდაპირ აისახება ფრჩხილებსა და ხელის კანზე.
სწორედ ხელის კანზე გაჩენილი დერმატოლოგიური პრობლემების შესახებ ისაუბრეს დღეს სხვა შუადღეში. მართალია, ხელზე შეწითლებებისა თუ ლაქების გამო თქვენ ხელის მოდელებივით სამსახურს არ დაკარგავთ, მაგრამ იქნებ ეს რჩევები მაინც გამოგადგეთ:
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
კომენტარები