სალომე ზურაბიშვილი

6 Mar. 2019, 13:22

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით მედიისა თუ საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა დაისვა. მათზე წამდაუწუმ ითხოვენ პრეზიდენტის კომენტარებს. ისმის ბრალდება, თითქოსდა იგი ვალდებულია, გამოხატოს პოზიცია ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენასთან მიმართებით.

ეს არ შეესაბამება პრეზიდენტისთვის ახალი კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას. პრეზიდენტი უნდა იყოს პარტიებისგან დაშორებული; უნდა იდგეს ამ რყევების ზემოთ, რამეთუ ის წარმოადგენს სახელმწიფოს მდგრადობის, უცვლელობის სიმბოლოს. ის არის სახელმწიფო მოღვაწე და არა პარტიული ფიგურა.

პრეზიდენტის მიერ პოზიციის გამოხატვა იქნება ჩარევა ხელისუფლების სხვა შტოების კომპეტენციაში. თუმცა, სულ სხვაა, როცა პოზიციის გამოხატვა ეხება არა უშუალოდ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პრინციპებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  2. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  5. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა

რა ხდება: კაცი, რომელიც აქციაზე დასასწრებად თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, გაუჩინარდა. ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე…