პირველი აპრილი რომ იყოს, წერილზე განმარტება უფრო გამიადვილდებოდა — ბახტაძე თიბისის საქმეზე
"დღეს არის 8 მარტი, პირველი აპრილი რომ იყოს უფრო გამიადვილდებოდა ამ წერილზე განმარტების გაკეთება", — ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილ წერილს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს რომ პირველი აპრილი იყოს ისიც შეიძლება ეთქვა, რომ გიორგი გახარიამ მასთან დაადასტურა, რომ ნამდვილად ჩაწერა წერილში მათ შორის ის, რომ არტ არეასთან ერთად სხვა რომელიმე მუსიკალური არხისგან ან რაგბი TV-სგან სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.
"მინდა დავადასტურო, რომ ბუნებრივია ნებისმიერი მინისტრი ჩემი კაბინეტიდან მზად არის გასცეს ყველა კითხვას პასუხი, ეს იქნება საქართველოს პარლამენტში თუ საგამოძიებო ორგანოში. რაც შეეხება წერილის შინაარსს, გამიჭირდება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ბრალდებები, რომ ხელისუფლება ზეწოლას ახდენს ბიზნესზე, უსაფუძვლოა და ობიექტური კრიტერიუმები არ გააჩნია.
"შეფასებებში ხშირად ვისმენთ პოლიტიკურად მოტივირებულ და დამახინჯებულ ფაქტებს", — განაცხადა მთავრობის ლიდერმა.
ის აცხადებს, რომ ბიზნესის თავისუფლებაზე საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებს, რაც მისთვის საკითხის შეფასებისას ობიექტური კრიტერიუმია.
ბახტაძის თქმით, ქართული ოცნების ყველაზე დიდი მონაპოვარი თავისუფლება და მედიაპლურალიზმია. მან ასევე უპასუხა ბრალდებებს, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ გავრცელდა.
"ის ჩვენს გუნდში შემოვიდა, როგორც ბიზნესომბუდსმენი და ჩემი თვალით მაქვს ნანახი, როგორ ეხმარებოდა ის მართლა გამწარებულ მეწარმეებს ნაციონალური მოძრაობისგან, რომ მათ თავისი უფლებები აღედგინათ. ეს პირადად ჩემთვის კიდევ უფრო მასტიმულირებელია იმ ფაქტის, ვიფიქრო, რომ ეს არის პოლიტიკურად ორკესტრირებული საქმე", — განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პროკურატურამ გაასაჯაროვა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, ამტკიცებს, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მას ემუქრებოდა. წერილის მიხედვით, ხაზარაძეს სამ პირობის შესრულებას სთხოვდნენ. პირველი - ტელეკომპანია პირველმა შეიცვალოს სარედაქციო პოლიტიკა და ტელეკომპანია იმედის მსგავსად ჩაერთოს ომში ოპოზიცის წინააღმდეგ. მეორე — ხაზარაძემ გააკეთოს განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში და ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ წინა ხელისუფლების პირობებში. მესამე — ტელეკომპანია არტარეა, რომელიც ხაზარაძის საკუთრებაა, ჩაერთოს პოლიტიკურ კამპანიაში.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები